სოფიაში, ვასილი ლევსკის სახელობის სტადიონის შესასვლელთან ქალი პოლიციელი დასახიჩრდა. მისი მდგომარეობა სერიოზულია.
ეს ამბავი გუშინ, ბულგარეთის დედაქალაქის დერბის დაწყებამდე მოხდა. ერთმანეთს „ლევსკი” და ცსკა შეხვდნენ. სტადიონის შესასვლელთან ფანებმა რაღაც ააფეთქეს. აფეთქებამ მრავალი წვრილი შუშის ნატეხის დიდი ძალით გაფრქვევა გამოიწვია.
პოლიციის უფროსი პასუხისმგებელი პირი ანტონ ზლატანოვი: „მას სასწრაფო ოპერაცია გაუკეთეს, მაგრამ სახესა და თვალებში ბევრი ნამსხვრევი მოხვდა. იმას, რაც აფეთქდა ფოიერვერკი აღარ ჰქვია, ეს იყო ნამდვილი ბომბი”.
ზლატანოვმა თქვა, რომ ყუმბარის საქმეზე დაკავებულია „ლევსკის” 20 გულშემატკივარი.
სოფიის დერბი დასრულდა ფრედ 2:2.