აუ, რა გამახსენდა. იქნება ასე, ათი-თორმეტი წლის წინანდელი ამბავი. საქართველოს თასის მერომელიღაცედფინალი იყო, ერთი გუნდი მეორეს ძალიან სჯობდა. გაუტანა ერთი, გაუტანა მეორე, გაუტანა მესამე… პირველ ტაიმში ხდება ეს ყველაფერი. ჰოდა, გაუტანა მეოთხეც. დაუტყაპუნეს თანაგუნდელებმა გოლის ავტორს ბეჭებზე ხელი. გადმოვიდნენ ცენტრს აქეთ და უცებ მესმის:
— არა უშავს, ბიჭებო! არა უშავს!
ე! მეხამუშა. კარგად დავაკვირდი. აშკარად არ მომჩვენებია. მეოთხე გოლი რომ გაიტანა იმ გუნდის ფეხბურთელი ყვიროდა. არაუშავს ბიჭებოო, თავისიანებს ეუბნებოდა.
და მერე მივხვდი. ფეხბურთი ხომ ემოციური სპორტია, თან იქ სტანდარტული შეძახილები არსებობს. მაგალითად:
— დავაი, დავაი!
— მიდი, ბოლომდე! ბოლომდე!
— გაატანე! გაატანე!
— ავიწიეთ! ყველანი ავიწიეთ!
— საღოლ, ჯიგარი ხარ!
და სხვა.
სწორედ ერთ-ერთი მათგანია: არა უშავს ბიჭებო, არა უშავს!
ჰოდა, თამაშის ოხშივარში გახვეულმა ხანდახან უადგილოდ თუ დაიძახე, ეგ არაფერი.
ესე იგი მთელი გულით ხარ ჩაფლული, ანუ ჯიგარი ხარ! ჯიგარი!