მოგეხსენებათ, „ბაიერნს” მომავალი სეზონიდან ფრანკფურტის „აინტრახტის” თავკაცი ნიკო კოვაჩი გაწვრთნის. მწვრთნელის გადაბირების ხერხი ფრანკფურტელთა დირექტორმა ფრედი ბობიჩმა უსამართლოდ და არაპროფესიულად მიიჩნია, რის შესახებაც საჯაროდ განაცხადა. ბობოიჩს უახლოეს პრეს-კონფერენციაზე პასუხი გასცა ბავარიელების პრეზიდენტმა ული ჰიონესმა, რომელმაც თქვა, რომ ასეთმა შეფასებამ ის გააბრაზა. ჰიონესის განცხადებით მათ კოვაჩთან მოლაპარაკების დროს კანონი არ დაურღვევიათ და ფრანკფურტელებიც ოთხი კვირით ადრე დააყენეს ფაქტის წინაშე, რაც ახალი მწვრთნელის მოსაძებნას სრულიად საკმარისი დროა.
როგორც „შპორტბილდი” იუწყება „აინტრახტსა” და „ბაიერნს” შორის ურთიერთობა შედარებით მას მერე დათბა, რაც ფრანკფურტში ჩატარებულ ბუნდესლიგის მენეჯერთა კონფერენციაზე ბობიჩი და მიუნხენური კლუბის წარმომადგენელი ჰასან სალიჰამიჯიჩი ერთმანეთს შეხვდნენ. შეხვედრის შესახებ ჟურნალისტებს ბობიჩმა უამბო:
„ერთმანეთს დილით, კონფერენციის დაწყებამდე შევხვდით. მე ერთხელაც მკაფიოდ გამოვხატე ჩვენი დამოკიდებულება. შემდეგ შეხედულებები გავცვალეთ. ბოლოს კი მე ის აეროპოტრში წავიყვანე; ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მასპინძელი ვიყავი. ბოლოს და ბოლოს, ჩვენ ყველანი კოლეგები ვართ და ნორმალური ურთიერთობა გვაქვს. ახლა, ბუნდესლიგაში ყველაფერი ისევ ნორმალურ კალაპოტს დაუბრუნდება”.