მადრიდის „რეალი“ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გავიდა, კრიშტიანუ რონალდუმ კი ლიგის ზედიზედ მეთერთმეტე თამაშში გაიტანა, მაგრამ დღის გმირი ტურინის „იუვენტუსია“! შინ 0:3 წაგების მერე, „სანტიაგო ბერნაბეუზე“ 3:0 წაიყვანო, ამას ალეგრისა კი არა, პლატინ-ბონეკის დროინდელი უდიდესი „იუვეც“ ვერ წარმოიდგენდა…
ფეხბურთი რომ მარტო ტაბლო იყოს, თამაშს არ ვნახავდით და ბოლოს მხოლოდ მშრალ ანგარიშს გავიგებდით. ტაბლოზე „რეალმა“ აჯობა „ბებერ ქალბატონს“, ღირსებისა და ფეხბურთის სხვა მუღამებში კი, აბა, რა გითხრათ.
ინგლისელი მსაჯი მაიკლ ოლივერი თურმე მხოლოდ 33 წლისა ყოფილა, რონალდოს ტოლი და ერთ თვეში დაბადებულებიც ყოფილან. მან კი ეტყობა, ისტორიაში სამუდამოდ შესვლა მოინდომა – ხუმრობა ხომ არაა, ბოლო წუთზე ასეთი მკვლელი პენალტი დანიშნო და თან, ჯან-ლუიჯი ბუფონი გააძევო?!
ასეთ დროს, ასეთ თამაშში, ასეთ დარღვევაზე პენალტს მხოლოდ შარიანი მსაჯები ნიშნავენ… მოკლედ, „რეალი“ ისევ ნახევარფინალშია…
ამ ალიაქოთში კი ვიღას ახსოვს „ბაიერნის“ გასვლა? სხვები თავს იკლავენ, ბავარიელები კი ტიტულისკენ მშვიდად მიდიან…
რეალი 1:3 იუვენტუსი (პირველი მატჩი 3:0)
გოლები: 1:0, 2:0 მანჯუკიჩი (2, 37), 3:0 მატიუდი (61), 1:3 რონალდო (90 პ.)
რეალი: ნავასი, კარვახალი, ვალიეხო, ვარანი, მარსელო, კაზემირო (ლუკასი 46), მოდრიჩი (კოვაჩიჩი 75), კროოსი, ისკო, ბეილი (ასენსიო 46), რონალდო
იუვენტუსი: ბუფონი, დე შილიო (ლიხშტაინერი 17), კიელინი, ბენატია, ალექს სანდრო, პიანიჩი, მატიუდი, ხედირა, დუგლას კოსტა, მანძუკიჩი, იგუაინი (შესტნი 90)
გაფრთხილება: პიანიჩი (17), კარვახალი (22), მანჯუკიჩი (29), ლიხშტაინერი (37), ალექს სანდრო (67), კოსტა (73), მარსელო (81), ბენატია (90) რონალდო (90)
გაძევება: ბუფონი (90)
მსაჯი: მაიკლ ოლივერი (ინგლისი)
ბაიერნი 0:0 სევილია (პირველი მატჩი 2:1)
ბაიერნი: ულრაიხი, კიმიხი, ჰუმელსი, ბოატენგი, რაფინია (შულე 87), ხავი მარტინესი, ხამესი, რობენი, რიბერი (ალკანტარა 71), მიულერი, ლევანდოვსკი(ვაგნერი 77)
სევილია: სორია, ხესუს ნავასი, ლანგლე, მერკადო, ესკუდერო, ნზონზი, ბანეგა, ვასკესი ( ნოლიტო 81), სარაბია (როდრიგესი 70), კორეა, ბენ იედერი (მურიელი 65)
გაფრთხილება: მერკადო (2), ნზონზი (11), ბანეგა (81), კორეა (90), ვაგნერი (90)
მსაჯი: ვილიამ კოლიმი (შოტლანდია)