ინგლისში საფეხბურთო ხულიგნები უკან დახევას არ აპირებენ: შაბათს, მანჩესტერული დერბის დღეს, მათ ქალაქის ქუჩებში დებოში მოაწყვეს.

როგორც თვითმხლველები ამბობენ გამოჩნდა შავ ტანსაცმელში გამოწყობილი დაახლოებით ორმოცდაათკაციანი დაჯგუფებაც. დაჯგუფებამ გვარიანი არეულობა მოაწყო, მაგრამ პოლიციის რაზმის გამოჩენისთანავე გაიფანტა.

იყო შეჯახებები გულშემატკივართა შორის. პოლიციელებმა რამდენიმე ხულიგნის დაჭერა მოახერხეს. მათ ერთ-ერთ ქუჩაზე ალყაში მოიმწყვდიეს წესრიგის დამრღვევები. თვითმხილველი ყვება, რომ რამდენიმე წამის განმავლობაში სრული დუმილი ჩამოვარდა, შემდეგ კი ყველა ერთად აღრიალდა.

იყვნენ მსუბუქად დაჭრილები და დაჟეჟილები.

რაც შეეხება თავად შეხვედრას, ის დასრულდა „მანჩესტერ იუნაიტედის” გამარჯვებით 3:2. თავიდან 2:0-ს „სიტი” იგებდა. „ქალაქელებს” რომ მოეგოთ ისინი ჩემპიონები გახდებოდნენ, მაგრამ ცალკე უიღბლობამ, ცალკე მსაჯის შეცდომებმა და ცალკე „იუნაიტედის” ვაჟკაცობამ პეპ გვარდიოლას გუნდის ჩემპიონობა გადადო.