სატრანსფერო ბაზარზე დაყრილი ჭორების თანახმად ზაფხულზე „რეალი” „მანჩესტერ იუნაიტედს” მიადგება და გარეთ ბეილის სანაცვლოდ სხვადასხვა ვარიანტს შესთავაზებს. მადრიდელთა მიზანი ნათელია: ლა ლიგის ჩემპიონის ტიტულის დაბრუნება. იმაში, რომ „თეთრები” მანჩესტერელთა ესპანელი მეკარის დავიდ დე ხეას შეძენაზე ოცნებობენ ახალი არაფერია. ამბობენ, რომ „სანტიაგო ბერნაბეუზე” დიდი ყურადღებით აკვირდებიან პოლ პოგბასა და „იუნაიტედის” პორტუგალიელი მწვრთნელის ჟოზე მოურინიუს კონფლიქტს. მადრიდელებს [...]
საოცრება: დე ბრუინი ასახელებს სალაჰს!
„მანჩესტერ სიტის” ვარსკვლავი კევინ დე ბრუინი BT სპორტის ჟურნალისტ დეს კელის ტელეფონში სურათებს ათვალიერებინებდა, როდესაც შემთხვევით გამოჩნდა, თუ ვის მისცა ხმა ინგლისის წლის საუკეთესო ფეხბურთელის გამოკითხვაში. ეს სწორედ ის გამოკითხვაა, რომელშიც წლეულს ან თავად ბელგიელი გაიმარჯვებს ან „ლივერპულის” ეგვიპტელი თავდამსხმელი მოჰამედ სალაჰი. და როგორ ფიქრობთ, რა აღმოჩნდა? აღმოჩნდა, რომ დე ბრუინს, პირველ ადგილზე არც მეტი-არც [...]
ჩაწიხლეთ „სიტი” სტადიონამდე!
„ენფილდის” მისადგომებთან ლივერპულელმა ფანებმა „მანჩესტერ სიტის” ავტობუსი ისეთ დღეში ჩააგდეს, რომ კლუბს ბოდიშის მოხდა დასჭირდა. ბოთლების, მაშხალების, პეტარდების და სხვა მძიმე საგნების სეტყვა მოდიოდა. გარშემო წითელი კვამლი დადგა. არავინ დაშავებულა, მაგრამ წინა შუშა და მძღოლის კარი დაზიანდა. „სიტის” მატჩის შემდეგ შინ დასაბრუნებლად ახალი ტრანსპორტის გამოძახება მოუხდა. როგორც კი ავტობუსმა სტადიონის ტერიტორიაზე შეაღწია, მას ფტოტები გადაუღეს [...]
Livergoooooooooool
გუშინ იყო, „ბაიერნმა“ და „რეალმა“ თითქმის გაინაღდეს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალი, დღეს კიდევ „ბარსელონამ“ და „ლივერპულმაც“ დიდი ანგარიშით მოიგეს. რაღას ვუყუროთ საპასუხო მატჩებში? დავიჯეროთ, ამ ოთხიდან რომელიმე გავარდება? ძალიან გაგვიკვირდება. მოკლე მონაკვეთებში ენფილდელებმა როგორი აფეთქება იციან, ეს 13 წლის წინანდელ სტამბულის ფინალიდან გვახსოვს. „ლივერპულმა“ ოცწუთიანი ჯოჯოხეთი მოუწყო „სიტისაც“, სამი გოლი დაუხატა და მერე აღარც გაუშვია. მოჰამედ [...]



