ინფორმაცია, რომელიც „სანში” ამოვიკითხეთ, ვფიქრობთ ესპანური ფეხბურთის მოყვარულთათვისაც ისეთივე საინტერესო იქნება, როგორც ინგლისური ფეხბურთის მოყვარულთათვის: ანტუან გრიზმანმა „მანჩესტერ იუნაიტედის” წინადადება უარყო, რადგან სეზონის დამთავრების შემდეგ „ბარსელონაში” გადადის. ინგლისური გაზეთი წერს, რომ კატალონიური კლუბი მადრიდის „ატლეტიკოს” ფრანგ თავდამსხმელს 88 მილიონ გირვანქად ყიდულობს. დღევანდელი კურსით ეს 100 მილიონი ევროა.
„სანის” ინფორმაციით „მანჩესტერ იუნაიტედის” თავკაც ჟოზე მოურინიუს ამ ზაფხულს გრიზმანის გადაბირების დიდი იმედი ჰქონდა. ის ვარაუდობდა, რომ თუკი 27 წლის ფორვარდს დაიმატებდა, პრემიერლიგის ჩემპიონის ტიტულის რეალური კანდიდატი გახდებოდა, მაგრამ, როგორც ჩანს, ახლა სხვაგან მოუწევს ხელსაყრელი ვარსკვლავის ძებნა.
ამბობენ თითქოს გრიზმანი მანჩესტერში რომ გადასულიყო, ის იქნებოდა მეორე ფეხბურთელი რომელიც „აგენტმა პოგბამ” გადაიბირა. ნუ გაგიკვირდებათ, „იუნაიტედის” ფრანგი ნახევარმცველის პოლ პოგბას მტკიცებით მისი მეგობარი რომელუ ლუკაკუ „ოლდ ტრეფორდზე” სწორედ მისი დამსახურებით აღმოჩნდა.
ბარსელონაში გამომავალი გაზეთის, „მუნდო დეპორტივოს” მტკიცებით, „ატლეტიკო” გრიზმანის გაყიდვას 185 მილიონ გირვანქად ცდილობდა.
ფრანგმა მიმდინარე სეზონში, „ატლეტიკოში”, ჯერჯერობით 38 შეხვედრაში 23 გოლი გაიტანა.