როჯერ ფედერერი ზაფხულამდე დაგვემშვიდობა. წუხელ შვეიცარიელმა მაიამის მასტერსის მეორე წრეში ბერძნული წარმოშობის ავსტრალიელ ტანასი კოკინაკისთან სამ სეტში, სენსაციურად 6:3 3:6 6:7 წააგო. ფედერერი მატჩის წინ მსოფლიოს პირველი ჩოგანი იყო, მისი მეტოქე კი რეიტინგის 175-ე ნომერი, რომელიც ტურნირის ძირითად ბადეში კვალიფიკაციის გავლით გავიდა.
დამარცხების შემდეგ ფედერერმა განაცხადა, რომ გაზაფხულის თიხნარის ტურნირებს (მათ შორის როლან გაროსს) გამოტოვებს და კორტს ზაფხულში, ბალახის საფარზე დაუბრუნდება. 36 წლის შვეიცარიელს ეს მარცხი მსოფლიო რეიტინგში ლიდერობის დაკარგვადაც დაუჯდა. ორშაბათიდან რეიტინგში პირველ ადგილს ესპანელი რაფაელ ნადალი დაიბრუნებს, რომელიც მაიამიში ტრავმის გამო საერთოდ არ თამაშობს.