სებასტიან ფეტელი „ფერარის“ საჯინიბოდან ფორმულა 1-ს სეზონის პირველი გრან პრის გამარჯვებული გახდა. სეზონის პირველ ეტაპს ავსტრალიამ უმასპინძლა.
ავტორბოლაში მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონმა ფეტელმა ავსტრალიის დიდი პრიზი შარშანაც მოიგო, ჯამში კი ეს მის კარიერაში სამეფო რბილაში 48-ე მოგებული ეტაპია.
ფინიშთან მეორე მივიდა მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, „მერსედესის“ ბრიტანელი პილოტი ლუის ჰემილტონი. პოდიუმის მესამე საფეხურზე „ფერარის“ მეორე პილოტი ფინელი კიმი რაიკონენი ავიდა.
ფორმულა 1-ს მეორე ეტაპი 8 აპრილს ბაჰრეინში გაიმართება.