ლუკა ზარანდიამ ფარერებთან ბურთი გაიტანა და გამოიტანა კიდეც

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის 2019 წლის ჩემპიონატის მე-3 შესარჩევ ჯგუფში მესამე გამარჯვება მოიპოვა და ცხრილშიც მესამე ადგილზე გამაგრდა – გია ცეცაძის გაწვრთნილებმა გორში, „თენგიზ ბურჯანაძეზე“ ფარერელი თანატოლები ლუკა ზარანდიას ერთადერთი გოლით დაამარცხეს.

გია ცეცაძის თავკაცობით 21-წლამდელებმა პირველად მოიგეს. შარშან, ფარერებზე განცდილი სამარცხვინო 1:3 წაგება ყველას გვახსოვს, დღეს კი იგივე გუნდს ჩვენებმა მხოლოდ 1:0  მოუგეს. ეს ერთი კი მასპინძლებს მართლაც ლამაზი გამოუვიდათ – ქუსლური პასებით გათამაშებული კომბინაცია ზარანდიამაც ზუსტი დარტყმით დაამთავრა

მომდევნო შეხვედრას ახალგაზრდული ნაკრები 27 მარტს ისევ გორში გამართავს, ჩვენები ჯგუფის ლიდერ დანიას მიიღებენ. 

საქართველო 1:0 ფარერები

1:0 ზარანდია (47)

საქართველო: კუპატაძე, ნადარაია, გიორგაძე, მარგველაშვილი, ქანთარია, შულაია, კიტეიშვილი, ცეცხლაძე, ზარანდია, არაბიძე (ბერიძე 74), ხარაიშვილი (მიქელთაძე 59)

მწვრთნელი: გია ცეცაძე

ფარერები: ჰანსენი, დანიელსენი, პეტერსენი, ვარდუმი, მაგნუსონი, ნიელსენი, ჰეინესენი (ა. ოლსენი 79), იაკობსენი, ბიატლანდი, მ. ოლსენი, ტომსენი

მწვრთნელი: ელი ჰენტცე

გაფრთხილება: მ. ოლსენი

მსაჯი: ზავენ ჰოვანისიანი (სომხეთი)

წილი
წინა სტატიაგაზაფხული ჩვენს ქუჩაზე…
შემდეგი სტატიააფსუს, სურენ…
ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.