ლეგენდარულმა მძლეოსანმა უსაინ ბოლტმა „დორტმუნდთან” ივარჯიშა. თვითმხილველები ამბობენ, ვერ მიხვდებოდით იამაიკელი ფეხბურთელი რომ არ იყოო.
31 წლის სპრინტის გადამდგარი მეფე „მანჩესტერ იუნაიტედის” დიდი გულშემატკივარია, მაგრამ თავს დორტმუნდელთა საწვრთნელ ბაზაზეც შესანიშნავად გრძნობდა. კვირის დასაწყისში ბოლტის ვარჯიშს „იუნაიტედის” თავკაცმა ჟოზე მოურინიუმ უყურა, მაგრამ როგორც ამბობენ, ამჯერად მის გერმანულ კლუბში აყვანაზეა ლაპარაკი. ბოლტი დარწმუნებულია, რომ თავის არაბუნებრივ სისწრაფეს, რომლის წყალობითაც 100 და 200 მეტრზე რბენაში მსოფლიოს რეკორდები დაამყარა, ფეხბურთის მოედანზეც გამოიყენებს. და თუკი ამ სისწრაფეს დრიბლინგის უნარიც მოჰყვება, მაშინ მისი გაჩერება გაორიცხულია.