მზიანი დარი, თითქმის გადავსებული ტრიბუნები, გულიანი მიძალება და:
ლელო-ევროპის ჩემპიონების თასი!
ლელო-ანთიმოზ ივერიელის თასი!
ლელო – „დიდი სლემი“, ანუ ყველა მატჩში გამარჯვება!
ლელო – ჯერ კიდევ მსოფლიო თასის წინა გათამაშებისას მოპოვებული მსოფლიოს მომავალი თასის საგზური!
სხვა რაღა ქნან ამ ბიჭებმა, საქართველოსთვის რომ აქვთ გადადებული თავი და თითოეული ძვალ-სახსარი?
ჩვენი ბორჯღალოსნების მიერ შემოთავაზებულმა სანახაობამ ეროვნული სიამაყის ჰორმონი ერთხელაც ამოაჩქეფა. მსხვერპლი ამჯერად რუმინელთა ნაკრები იყო, რომელსაც მოგების იოტისოდენა შანსიც არ მისცემია.
ეროვნული სტადიონი ნამატჩევს კიდევ კარგა ხანს გუგუნებდა.
დღეს ყველაზე ლამაზი „მესამე ტაიმი“ გამოვა: ბედის ირონიით, ესპანელებმა ბელგია ვერ დაძლიეს და რუმინეთს მსოფლიო თასის საგზური რეპეშაჟის გარეშე ერგო.
დღეს საქართველომ რუმინეთი 25:16 დაამარცხა!
დღეს წაგებულმაც კი მოიგო.
მადლობა ბორჯღალოსნებს!
მადლობა მილტონ ჰეიგს!