რის ფასად უჯდება ტოჩინოშინად მონათლულ ქართველს ტრავმით ასპარეზობა, მხოლოდ თავად უწყის, თუმცა, ლევან გორგაძეს ეს ხელს არ უშლის საუკეთესო სეკიტორები დოჰიოდან მხოლოდ კი არ განდევნოს, ძირს პანტაპუნტით ახეთქოს.
დღეს ტოჩინოშინმა მიტაკუემის ჯერ დაახევინა და დოჰიოს კიდეზე სულაც გადათელა. ეს მისი მეექვსე გამარჯვებაა ორად ორი მარცხის წილ.
ხვალ ლევანის მეტოქე სიოხოძანი იქნება, რომელთანაც აქამომდელ 13 შეჯახებაში 10 გამარჯვება აქვს მოპოვებული.
სატურნირო ცხრილში ტოჩინოშინზე წინ მხოლოდ იოკოძუნა კაკურიუ და ორიც რიგითი მაეგაშირაღა არიან.