ფიფამ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება მიიღო: რუსეთში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატზე გუნდებს მეოთხე შეცვლის განხორციელების უფლება მიეცათ, თუმცა მხოლოდ ფლეი-ოფის სტადიაზე და ისიც დამატებულ დროში.

თანამედროვე ფეხბურთში დატვირთვები ლამის კოსმონავტებისას უთანაბრდება და თუნდაც ეს მცირედი შეღავათი ფიზიკური შვების გარდა მატჩების სანახაობრივ მხარეზეც უნდა აისახოს – მწვრთნელებს დამატებულ დროში თამაშის გადაწყობის საშუალება მიეცემათ.

კიდევ ერთი სიახლე: მსოფლიო ჩემპიონატზე ოფიციალურად დაუშვეს ვიდეოგამეორებების სისტემა, რაც სრულად თუ არა, დიდწილად მაინც მოხსნის მსაჯობასთან დაკავშირებულ საჩოთირო კითხვებს.

წილი
წინა სტატია89 დღით ადრე
შემდეგი სტატიაპერესმა უთხრა რუმენიგეს
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".