„ჩელსის” გულშემატკივრებს „ბარსელონასთან” 0:3 დამარცხება ვერ მოუნელებიათ. ისინი განსაკუთრებით ბელგიელ მეკარეზე ტიბო კურტუაზე გაბრაზდნენ, რომელსაც ლეო მესიმ ორჯერ ფეხებს შორის გაუძვრინა ბურთი. სწორედ ბურთის ფეხებს შორის გაძვრენის თემა გახდა ფანების მიერ კურტუას დაცინვისა და დატროლვის მიზეზი. პრესაშიც ეწერა, რომ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის მონაწილე ინგლისური გუნდების მეკარეებს შორის ყველაზე ცუდად ბელგიელმა ითამაშა.

გთავაზობთ გულშემატკივართა მიერ სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებულ რამდენიმე „კარიკატურას” ტიბო კურტუას თემაზე.