საქართველოს სარაგბო ნაკრებმა ტრადიციას არ უღალატა და კვლავაც გვემა რუსეთის ნაკრები, თანაც მისსავე მოედანზე. კრასნოდარში ჩვენებს გამორჩევით უქომაგა იქაურმა ქართველობამ.
ჩვენმა ბორჯღალოსნებმაც ჯეროვნად დააფასეს წვიმიან ამინდში გულშემატკივართა თანადგომა და გამორჩევით მძლავრად მეორე ნახევარში გაისარჯნენ – პირწმინდად შემუსრეს მეტოქე…
ფეერიული გამოდგა ტრადიციული „მესამე ტაიმი“, სადაც ასევე ბოლომდე დაიხარჯნენ ჩვენი მორაგბეები – ნადიმი ერთგვარ კონცერტად აქციეს და ახლა უკვე ამით გააოცეს რუსი მორაგბეები.
მატჩის შემდგომ წვეულებას კრასნოდარში მოღვაწე დავით ბითაძემ და მისმა რესტორანმა „ხვანჭკარამ“ უმასპინძლა. სტუმართა შორის თორნიკე ოქრიაშვილი და ლევან ვასაძე იმყოფებოდნენ.
„მესამე ტაიმი“ თითქმის სამი საათი გაგრძელდა და ქართველებმა მოლხენაშიც რომ დაჩაგრეს რუსები, ეს კადრებიც მოწმობს…
ისე კი რუსეთში შესრულებული „ჰერიო, ბიჭებო, ჰერიო“ კიდევ ცალკე ამბავია და იქ უკეთესესი მოსასმენი ყოფილა…