დღე: მარტი 14, 2018

Home 2018 მარტი 14 (ოთხშაბათი)
ჰერიო, ბიჭებო – რუსეთში უკეთესია
ჩანაწერი

ჰერიო, ბიჭებო – რუსეთში უკეთესია

საქართველოს სარაგბო ნაკრებმა ტრადიციას არ უღალატა და კვლავაც გვემა რუსეთის ნაკრები, თანაც მისსავე მოედანზე. კრასნოდარში ჩვენებს გამორჩევით უქომაგა იქაურმა ქართველობამ. ჩვენმა ბორჯღალოსნებმაც ჯეროვნად დააფასეს წვიმიან ამინდში გულშემატკივართა თანადგომა და გამორჩევით მძლავრად მეორე ნახევარში გაისარჯნენ – პირწმინდად შემუსრეს მეტოქე… ფეერიული გამოდგა ტრადიციული „მესამე ტაიმი“, სადაც ასევე ბოლომდე დაიხარჯნენ ჩვენი მორაგბეები – ნადიმი ერთგვარ კონცერტად აქციეს და [...]

უნდა, მაგრამ არ უნდა
ჩანაწერი

უნდა, მაგრამ არ უნდა

„ბაიერნში” გადაწყვეტილება მიიღეს: კლუბის ხელმძღვანელები მომავალი მწვრთნელის თემაზე საჯაროდ არაფერს იტყვიან. ამასთან, „შპორტბილდი” წერს, რომ იუპ ჰაინკესის შემცვლელის ძებნა გრძელდება. ჰაინკესი 72 წლისაა და ზაფხულზე თანამდებობიდან მიდის. დირექტორატის წევრები ჯერჯერობით ერთ რამეზე შეთანხმდნენ: მომავალმა მწვრთნელმა აუცილებლად უნდა იცოდეს გერმანული. გამოდის, რომ კანდიდატთა სიაში ისევ 44 წლის თომას ტუხელი ლიდერობს — მწვრთნელი, რომელიც შარშან, ჰაინკესის დანიშვნამდეც [...]

ა-მა-ღამ!
ჩანაწერი

ა-მა-ღამ!

„მოურინიუ დღესვე უნდა გააგდონ. ხვალ კი არა. ზეგ კი არა. სეზონის ბოლოს კი არა. ა-მა-ღამ!” — ეს გახლავთ „მანჩესტერ იუნაიტედის” ერთ-ერთი გამწარებული გულშემატკივრის პოსტი, რომელმაც ემოციურობის გამო ინგლისური პრესის ყურადღება მიიპყრო. პოსტი ჩემპიონთა ლიგიდან მანჩესტერელთა გავარდნას მოჰყვა. მოურინიუს გუნდი „ოლდ ტრეფორდზე” ესპანურმა „სევილიამ” 2:1 დაამარცხა. აი, კიდევ: „მოურინიუ, დატოვე ჩემი კლუბი! მორჩა, კარგად იყავი.” ანდა: [...]