ანტუან გრიზმანის ცოლი ბარსელონაში სახლს ეძებს — ეს, სავარაუდოდ, იმას ნიშნავს, რომ ფრანგი ზაფხულში „ატლეტიკოდან” კატალონიის დედაქალაქში გადავა.

მიმდინარე სეზონში გრიზმანი შესანიშნავ ფორმაშია — 26 წლისამ „ატლეტიკოსა” და საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობაში 23 გოლი გაიტანა. ამბობდნენ, რომ „ბარსელონა” იანვარშივე აპირებდა მის გადაბირებას, მაგრამ ეს საქმე არ გამოუვიდა. სამაგიეროდ, კატალონიის რადიომ ჩაავლო, რომ 4 მარტს, როდესაც „ატლეტიკო” ლა ლიგის მორიგ ტურში სათამაშოდ ბარსელონაში ჩავიდა, გრიზმანის მეუღლე ერიკა ჩოპერენა გუნდს გაჰყვა და უძრავი ქონების სააგენტოები დაიარა.

აქამდე ამბობდნენ, თითქოს გრიზმანის „ატლეტიკოსგან” გამოსასყიდი ფასი 200 მილიონი ევროა, მაგრამ ბოლოხანს აქა-იქ დაიწერა, რომ „ბარსელონა” ულაპარაკოდ იხდის ნახევარ ფასს.