უტევს ბურუნდის პრეზიდენტი პიერ ნკურუნზიზა

3 თებერვალს ბურუნდის ქალაქ კირემბაში გაიმართა ფრიად თვალსასეირო და დაძაბული ამხანაგური ასპარეზობა ფეხბურთში, რომელმაც ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. მწვანე მინდროზე ერთმანეთს პირისპირ წარსდგნენ კირემბას ოსტატ ფეხბურთელთა გუნდი და ბურუნდის პრეზიდენტის პიერ ნკურუნზიზას გუნდი „ალილუია“. „ალილუიას“ შემადგენლობაში თამაშობს თავად ნკურუნზიზა – ძირითადად ძირითადში – და მისი კლუბის დევიზია „ კომეზა გუსენგა!“
BBC-ის ცნობით, შეხვედრა დასრულდა „კირემბას“ მწვრთნელის და მისი თანაშემწის დაპატიმრებით, რომლებსაც ბრალად ედებათ შეთქმულება პრეზიდენტის წინააღმდეგ. სირიაკე ნკეზაბაჰიზის (მწვრთნელი) და მიშელ მუტამას (თანაშემწე) გუნდში ჰყავდათ კონგოელი ლეგიონერები, რომლებიც, სავარაუდოდ, გაგებაში არ იყვნენ ვის ეთამაშებოდნენ. როგორც წესი, პრეზიდენტს მეტოქეები კოჭს უგორებენ, თავს ატყუებინებენ და გოლის გატანასაც აცლიან, მაგრამ კონგოელებმა არ დაანებეს და თამაშიც ამიტომ დამთავრდა დაპატიმრებით.
უცნობია, რა ანგარიშით დასრულდა მატჩი და BBC არც იმას იუწყება, თუ რამდენი წუთი დაამატა მსაჯმა.
„კომეზა გუსენგა“ კი ნიშნავს: ილოცე შეუჩერებლივ!

წილი
წინა სტატიასპორტის რუხი კარდინალი
შემდეგი სტატიასაცდური ინიესტასთვის
ვაჟა ფშაველა... უკაცრავად, ფშაველი ვაჟა, გვარად ხუციშვილი. ერთგული, ნიჭიერი და ესპანეთში ნაცხოვრები კაცია, რომელმაც „რეალის” და „ბარსელონას” ქვეყანა შიგნიდან იცის და მკითხველისთვის მრავალი საინტერესო ამბის მოყოლა შეუძლია. ხანდახან ამბობს, კუში კოშმარიაო და ვერ გაიგებ, „მაზიანების” წინააღმდეგია თუ ვიღაც კაცის სახელსა და გვარს ასახელებს.