ალან შირერის აზრით არსენ ვენგერის მთავარი პრობლემა არის ის, რომ ფეხბურთელები მას აღარ უჯერებენ.
„არსენალმა” კვირას „ბრაიტონთან” წააგო (1:2). ეს იყო „მეთოფეების” ზედიზედ მეოთხე მარცხი: ევროპა ლიგაში შვედურ „ოსტესუნდსან”, ზედიზედ ორი „მანჩესტერ სიტისთან” და „ბრაიტონთან”. წარუმატებლობათა სერიამ არსენ ვენგერზე ზეწოლა გააძლიერა.
„ნიუკასლისა” და ინგლისის ნაკრების ყოფილმა ფორვარდმა, რომ ფრანგ ბოსს გუნდში ყურს აღარავინ უგდებს.
„არაფერია გასაკვირი იმაში, რომ ვენგერი ყოველ შეხვედრაში შეწუხებული სახით ზის სათადარიგოთა სკამზე. ამდენ თამაშს რომ წააგებ, ფეხბურთელებს უნდა ჰკითხო: ბიჭებო, შეგიძლიათ ზეწოლისგან გამათავისუფლოთ? „არსენალის” თამაშს რომ ვუყურებ, ვრწმუნდები, რომ ამ გუნდში მწვრთნელს აღარავინ უსმენს. ფეხბურთელებს ვარჯიშებზე ერთი და იმავე ხმის მოსმენა ყელში ამოუვიდათ, ეს კი ნებისმიერ კლუბში სერიოსული პრობლემაა”.