ყველაფერი რუსული КВН -ის (მხიარულთა და საზრიანთა კლუბი) გადაღებიდან დაწყო.

ცეესკას, რუსეთის ნაკრებისა და ინგლისური „ჰალ სიტის“ ყოფილი მწვრთნელი ლეონიდ სლუცკი ერთ-ერთი გუნდის მინიატურაში მონაწილეობდა და კულისებში ნაცნობ ჟურნალისტს გადაყარა.

ეტყობა, დაფიცება დაავიწყდა და იმანაც გაუსაჯაროვა, რომ ჰოლანდიის ერედივიზიონის კლუბთან კონტრაქტი უკვე ხელმოწერილია.

ჩვენმა რუსმა კოლეგებმა ამოქექეს და აღმოაჩინეს, რომ 90-პროცენტიანი ალბათობით სლუცკის მომავალი კლუბი არნემის „ვიტესია“, რომელსაც ჩვენი გურამ კაშია ყოჩობს.
ვნახოთ. ამბობენ, სლუცკი არნემში უკვე სახლს არჩევსო