ზამთრის ოლიმპიადა სრულდება. ჩვენს დროში და ჩვენს ქვეყანაში ეს არცთუ პოპულარული სანახაობაა. ხალხი დიდად არ ინტერესდება ოლიმპიური თამაშობათა ცქერით. პრინციპში, რომც დაინტერესდეს, შუქი არა აქვს და უეჭველად სადმე დვიჟოკირებულ ადგილას უნდა წავიდეს, ვთქვათ, ფიგურული სრიალის საყურებლად. მაგრამ დღეს სხვა დროა. განა ვინმეს ფიგურული სრიალი ახსოვს? არადა, იყო სხვა დროც. სანამ რუსთა ხელქვეით ვიყავით, ფიგურული სრიალიც...
ნახევარჰოკეი
ყურადღებას მიაქცევდით, ზამთრის XXIII ოლიმპიური თამაშების გაშუქებისას ყინულის სახეობათა მეფეზე დღემდე კრინტი არ დაგვიძრავს. მე, თქვენ, ჰოკეის ყველა ქომაგი, შარშან, 3 აპრილს გავბრაზდით და ოლიმპიადაზე შაიბიანი ჰოკეის მხურვალე საქომაგო გულით და მაქსიმალური ყურადღებით ჭვრეტის სურვილი გაგვინახევრდა. ბევრი იმსჯელეს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის, ყინულის ჰოკეისა საერთაშორისო ფედერაციისა და ნაციონალური ჰოკეის ლიგის, იგივე ენ-ეიჩ-ელის ფუნქციონერებმა ამ უკანასკნელში მოთამაშე...
ხარაიშვილის ახალი სახლი – გიოტებორგი
ბავშვობაში ფეხბურთის ყურება რომ დავიწყე, შვედეთის „გიოტებორგი“ ჩემი ერთ-ერთი საყვარელი უცხოური გუნდი იყო. დავით ქლიბაძის გადაცემებითა და უცხოური ჟურნალებიდან ვიცოდი ეს კლუბი, ლურჯი შორტებით, თეთრ-ლურჯი კომბინირებული მაისურით და სწრაფი ფლანგელებით. მაშინ რას წარმოვიდგენდი, რომ „გიოტებორგში“ ქართველი ფეხბურთელი გადავიდოდა?! იმ დროს ხომ საბჭოეთის მიღმა წასვლა წარმოუდგენელი იყო. 21 წლის ნახევარმცველი გიორგი ხარაიშვილი „საბურთალოდან“ გადავიდა შვედეთის ყველაზე...
მერე რა რომ ზამთარია? კრომბახერი წამალია
გერმანიის ნაკრები პიონგჩანგში 3 500 ქილა უალკოჰოლო ლუდით ჩავიდა. „ნიუ იორკ ტაიმსის“ ინფორმაციით, ალემანები ლუდს ნავარჯიშევს მიირთმევენ, რაც თურმე, პრეპარატებზე უკეთ იცავს ათლეტებს ანთებითი პროცესებისა და რესპირატორული დაავადებებისგან. გერმანიის ნაკრების პარტნიორი ლუდსახარში „კრომბახერია“, რომელმაც ეს ძღვენი პიონგჩანგში წინმსწრებად დაახვედრა ოლიმპიელებს. მთელს ამ ისტორიაში მთავარი კაცი გერმანელთა გუნდის ექიმი და პარალელურად მიუნხენის უნივერსიტეტის პროფესორი იოჰანეს შეარია...
მენთეშაშვილი – საყრდენი მწვრთნელი
ზურაბ მენთეშაშვილმა კარიერა დაასრულა. ის ქართული მასშტაბითაც არასოდეს ყოფილა ვარსკვლავი და თვითონაც არასოდეს ჰქონია პრეტენზია, მაგრამ შეუპოვარი, ბოლომდე მებრძოლი და გუნდისთვის საჭირო კაცი იყო. გუნდისთვისაც და ნაკრებისთვისაც, სადაც 38 მატჩი მოაგროვა და ერთი გოლიც გაიტანა. სომხეთთან, 2:1 ამხანაგურში გადამწყვეტი მან შეაგდო. „მენთეშა“ ჩუმი და მოკრძალებული კაცია. ვერ იტანს მოედანზე უქმად დგომასა და პრანჭვა-გრეხვას. ერთხელ, მახსოვს,...
როგორ დასცინეს იუნაიტედის ფანებმა სევილიაში სიტის
გუნდს სევილიაში, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ მატჩზე გაყვნენ და… იქაც კი თანაქალაქელების გაღიზიანებაზე ფიქრობდნენ. „მანჩესტერ იუნაიტედის” ფანებზე მოგახსენებთ, რომელთაც „სანჩეს პისხუანზე”, ჯერ სტადიონის გარეთ და მერე ტრიბუნაზე შემოსძახეს სიმღერა-პაროდია „უილ გრიგი ცეცხლის ხაზზეა”. ახლა მოგახსენებთ რა სიმღერაა ეს და ვინ არის უილ გრიგი. უილ გრიგი 26 წლის ჩრდილო ირლანდიელი ფეხბურთელია, რომელიც „უიგანში” თამაშობს, რომელმაც 19 თებერვალს „მანჩესტერ სიტის”...





