ეთერ თუთბერიძე – ადამიანი, რომლის ცხოვრებაც დაუჯერებელ კინოსცენარად მოგეჩვენებათ. დღეს ოლიმპიადაზე ჟურნალისტთათვის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მწვრთნელია და ინტერვიუს რიგში „ვოგი“,„კოსმოპოლიტენი“ და „სპორტ ილუსტრეიტედი“ დგანან.
პატარა ქართველმა გოგონამ ყველაზე ცნობილი საბჭოთა მწვრთნელების – ჩაიკოვსკაიას და ტარასოვას სკოლა გაიარა, მაგრამ ხერხემლის ბზარმა სსრკ-ის რამდენიმეგზის პრიზიორის კარიერა ნაადრევად შეწყვიტა.
ეთერ თუთბერიძე ყინულის შოუს მოცეკვავე გახდა და…. თითქმის კატასტროფა! 1995 წელს აშშ-ში საერთო საცხოვრებელი, რომელშიც მისი დასი ცხოვრობდა, ტერორისტებმა ააფეთქეს: 168 დაღუპული და 600-ზე მეტი დაჭრილი. მათ შორის ეთერიც, რომელიც რიგითმა მეხანძრემ გადაარჩინა და შეიფარა. კომპენსაციად მიღებული 1200 დოლარით ავტომობილის პროვოკაცია იყიდა და ამერიკის დაპყრობა განაგრძო…
აქ შევწყვიტოთ თხრობა და 2014 წელში გადმოვბარგდეთ, როცა ეთერ თუთბერიძემ სამწვრთნელო მოღვაწეობა დაიწყო. მისმა შეგირდმა ანასტასია ლიპნიცკაიამ გუნდურში ორივე ცეკვისას იფრინა და რუსეთს ოქრო მოუტანა.
„დედა, ეს მედალი გინდოდა? აჰა, გამომართვი“- უთხრა ლიპნიცკაიამ დედას და თუთბერიძემ დაინახა, როგორ ჩაქრა გოგონას თვალებში მებრძოლი სული.
ეთერ თუთბერიძემ ახალი მოსწავლეები აიყვანა: ევგენია მედვედევა და ალინა ზაგიტოვა. ერთი უკვე მსოფლიოს ჩემპიონია და მეორე – ევროპის. არავის ეეჭვება, რომ ხვალ დილით პიონჩანგში ეს ორი გოგონა პირველ-მეორე ადგილს ერთმანეთში გაითამაშებს.
თუმცა, ეთერ თუთბერიძეს ერთი ფარული ტკივილიც აქვს. მის მზეთუნახავ გოგონას – დიანას სმენის პრობლემა აწუხებს.
„ყველა მედალს დავთმობ, რომ დიანა საზოგადოებასთან ადაპტირებული აღვზარდო”,- რკინის ლედიდ მონათლული ეთერ თუთბერიძე მიზანს ყოველთვის აღწევს.