კვირის დასკვნითი დღეები პიონგჩანგის ზამთრს ოლიმპიადაზე სლავური შეფერილობის გახლდათ. პირველი ოქროს მედლები მოიპოვეს პოლონეთმა (კამილ შტოხი, ტრამპლინიდან ხტომა), ჩეხეთმა (ესტერ ლედეცკა, სუპერგიგანტი), სლოვაკეთმა (ანასტასია კუზმინა, ბიათლონი), უკრაინამ (ოლექსანდრ აბრამენკო, ფრისტაილი), ბელარუსმა (ჰანა ჰუსკოვა, ფრისტაილი). ოქროს მედალს სლავთაგან მხოლოდ სახელ-, დროშა- და ჰიმნწაგვრილი რუსეთი ვერ შესწვდა ვერაფრით. ბოლო ოლიმპიური კვირისთვის ოლიმპიურმა ათლეტებმა რუსეთიდან უკვე 3 ვერცხლის და 8 ბრინჯაოს მედალს მოუყარეს თავი, მაგრამ ოქრო, მოგეხსენებათ, სულ სხვაა…

კვირადღის ბოლოს, ოლიმპიური მედლების საერთო ჩათვლაში, როგორც იქნა, გერმანია დაემხო. პირველი ნორვეგია გახდა და თუ არა ისევ ოქროთი, სხვა ვერა ხარისხის მედლით გერმანელები სკანდინავებს ალბათ ვეღარ გაუსწრებენ.

ორი სიტყვით ქომაგებზეც. მწირი დასწრების მიუხედავად, საქომაგო ციებ-ცხელება პიონგჩანგში მაინც აშკარად იგრძნობა:

სლოვენებს ცივათ…
…კანადელებს კი სცხელათ.

პარასკევის, შაბათის და კვირის მედალთა განაწილება ქვემოთ იხილეთ:

  • სამთოთხილამურობა (ვაჟები, სუპერგიგანტი). 1. მათიას მაიერი (ავსტრია); 2. ბეატ ფოიცი (შვეიცარია); 3. კიეტილ იანსრუდი (ნორვეგია)
  • სამთოთხილამურობა (ქალები, სლალომი). 1. ფრიდა ჰანსდოტერი (შვედეთი); 2. ვენდი ჰოლდენერი (შვეიცარია); 3. კატარინა გალჰუბერი (ავსტრია)
  • სამთოთხილამურობა (ვაჟები, გიგანტური სლალომი). 1. მარსელ ჰირშერი (ავსტრია); 2. ჰენრიკ კრისტოფერსენი (ნორვეგია); 3. ალექსის პინტურო (საფრანგეთი)
  • სამთოთხილამურობა (ქალები, სუპერგიგანტი). 1. ესტერ ლედეცკა (ჩეხეთი); 2. ანნა ფაითი (ავსტრია); 3. ტინა ვაირათერი (ლიხტენშტაინი)
  • თხილამურობა (ვაჟები, 15 კმ თავისუფალი). 1. დარიო კოლონა (შვეიცარია); 2. სიმენ ჰეგსტად კრიუგერი (ნორვეგია); 3. დენის სპიცოვი (ოლიმპიური ათლეტი რუსეთიდან)
  • თხილამურობა (ქალები, 4×5 კმ ესტაფეტა). 1. ნორვეგია; 2. შვედეთი; 3. ოლიმპიური ათლეტები რუსეთიდან
  • თხილამურობა (ვაჟები, 4×10 კმ ესტაფეტა). 1. ნორვეგია; 2. ოლიმპიური ათლეტები რუსეთიდან; 3. საფრანგეთი
  • ბიათლონი (ქალები, 12,5 კმ მას-სტარტი). 1. ანასტასია კუზმინა (სლოვაკეთი); 2. დარია დომრაჩევა (ბელარუსი); 3. ტირილ ეკჰოფი (ნორვეგია)
  • ბიათლონი (ვაჟები, 15 კმ მას-სტარტი). 1. მარტინ ფურკადი (სლოვაკეთი); 2. სიმონ შემპი (გერმანია); 3. ემილ ჰენგლე სვენდსენი (ნორვეგია)
  • ფრისტაილი (ქალები, აერიალსი). 1. ჰანა ჰუსკოვა (ბელარუსი); 2. ჟანგ სინი (ჩინეთი); 3. კონგ ფანიუ (ჩინეთი)
  • ფრისტაილი (ქალები, სლოუპსტაილი). 1. სარა ჰიოფლინი (შვეიცარია); 2. მათილდე გრიმო (შვეიცარია); 3. იზაბელ ატკინი (დიდი ბრიტანეთი)
  • ფრისტაილი (ვაჟები, სლოუპსტაილი). 1. ოისტაინ ბრაატენი (ნორვეგია); 2. ნიკ გიოპერი (აშშ); 3. ალექს ბელუ-მარშანი (კანადა)
  • ფრისტაილი (ვაჟები, აერიალსი). 1. ოლექსანდრ აბრამენკო (უკრაინა); 2. ჟია ჟონგიანგი (ჩინეთი); 3. ილია ბუროვი (ოლიმპიური ათლეტი რუსეთიდან)
  • ტრამპლინიდან ხტომა (ვაჟები. გრძელი). 1. კამილ შტოხი (პოლონეთი); 2. ანდრეა ველინგერი (აშშ); 3. რობერტ იოჰანსონი (ნორვეგია)
  • სნოუბორდი (ქალები, კროსი). 1. მიკელა მოიოლი (იტალია); 2. ჟულია პერეირა დე სუსა მაბილუ (საფრანგეთი); 3. ევა სამკოვა (ჩეხეთი)
  • სკელეტონი (ვაჟები). 1. იუნ სუნგბინი (სამხრეთ კორეა); 2. ნიკიტა ტრეგუბოვი (ოლიმპიური ათლეტი რუსეთიდან); 3. დომ პერსონსი (დიდი ბრიტანეთი)
  • სკელეტონი (ქალები). 1. ლიზი იარნოლდი (დიდი ბრიტანეთი); 2. ჟაკლინ ლიოლინგი (გერმანია); 3. ლორა დისი (დიდი ბრიტანეთი)
  • ციგურაობა (ქალები, 5000 მ.). 1. ესმეე ფისერი (ჰოლანდია); 2. მარტინა საბლიკოვა (ჩეხეთი); 3. ნატალია ვორონინა (ოლიმპიური ათლეტი რუსეთიდან)
  • ციგურაობა (ქალები, 500 მ.). 1. ნაო კოდაირა (იაპონია); 2. სანგ ჰვა ლი (სამხრეთ კორეა); 3. კაროლინა ერბანოვა (ჩეხეთი)
  • შორტ-ტრეკი (ქალები. 1500 მ). 1. მინეონგ ჩოი (სამხრეთ კორეა); 2. ჯინიუ ლი (ჩინეთი); 3. კიმ ბუტინი (კანადა)
  • შორტ-ტრეკი (ვაჟები. 1000 მ). 1. სამუელ გირარდი (კანადა); 2. ჯონ-ჰენრი კრიუგერი (აშშ); 3. იირა სეო (სამხრეთ კორეა)
  • ფიგურული ციგურაობა (ვაჟები. თავისუფალი სტილი). 1. იუზურუ ჰანიუ (იაპონია); 2. შომა უნო (იაპონია); 3. ხავიერ ფერნანდესი (ესპანეთი)

 

წილი
წინა სტატიამესი vs ჩელსი
შემდეგი სტატიააღმზრდელი!
თუკი მეგრელი პატიოსანი გამოვიდა, ძრწოდეთ კახელებო. ნიჭზე კი ლაპარაკი ზედმეტია. უნიჭო მეგრელი ისტორიაში სულ სამი-ოთხი იყო. ჯანდაბას, ხუთი... დავით გულუა, წესიერ და ნიჭიერ მეგრელთა კატეგორიას განეკუთვნება რომელსაც კიდევ ერთი დიდი პლიუსი აქვს - თხემით ტერფამდე სარბიელელია