ერთი ძმაკაცი ჰყავდა მამაჩემს – გულვერი ერქვა. უერთმანეთოდ ლუკმას არ გატეხდნენ. თუ ჩვენთან ვახშმობდნენ, წასვლამდე აუცილებლად შემოგვივლიდა მე და ჩემ დას საძინებელში გუდრონა ბიძია (გულვერი ვერ დავიმახსოვრეთ) და გვიყვებოდა ისტორიებს: როგორ გაფრინდა საქართველოს მოჭადრაკეთა ნაკრები მარსზე გაფრინდაშვილის, ჩიბურდანიძის, ალექსანდრიას და იოსელიანის შემადგენლობით და ყველას დედა უტირა!
არ ვიძინებდით მე და ცირა, სანამ გუდრონა ძია სახლში გვეგულებოდა…
ფრენკ ლამპარდმა გამახსენა გუდრონა ბიძია. თურმე, თავის გოგონებთან მოსაყოლი ზღაპრები რომ გამოელეოდა, საფეხბურთო ბატალიებში გადაიჭრებოდა ხოლმე.
წლები გავიდა და დღეს ფრენკი 14 საბავშვო წიგნის ავტორია. როცა ჰკითხეს, ვის მიუძღვენიო, შვილები არც გახსენებია – დედას, რომელიც ზღაპრებს მიკითხავდა და რომელიც პნევმონიით გარდამეცვალაო…