ორმაგად მისალოცად აქვს საქმე საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მცველს საბა კვერკველიას.

იგი დღეს 26 წლის გახდა და დღევანდელი დღე ყოველთვის გამორჩეული იქნება მისთვის, რაკიღა დღესვე ვაჟის მამაც გახდა.

ანი კურტანიძემ ფასდაუდებელი საჩუქარი გაუკეთა მეუღლეს – პატარა გიორგი თბილისში 3.900 მოევლინა ქვეყანას და მამას მოგვიანებით გაიცნობს, რადგან უფროსი კვერკველია მოსკოვის „ლოკომოტივთან” ერთად ესპანურ შეკრებაზე იმყოფება.

ვულოცავთ, საბას და ანის მეორე შვილის შეძენას