ტოჩინოშინად წოდებულმა ლევან გორგაძემ იაპონური სუმოს იანვრის ბაშოზე (ტურნირზე) ტრიუმფალური შედეგი აჩვენა. თოთხმეტ შერკინებაში მეცამეტე გამარჯვება ქართველმა გოლიათმა სიოჰოძანთან ჭიდილში მოიპოვა. ლევანმა გაუძლო მეტოქის ცუპარებს (მკერდში ხელის გულების ხშირ დარტყმებს) და იორიკირით ( მიძალებით) მიუჩინა ადგილი დოჰიოს მიღმა. ქართველი სუმოისტი პირველად დაეუფლა იმპერატორის თასს და თანაც – ბაშოს დასრულებამდე ერთი დღით ადრე.