ავსტრალიის ღია საჩოგბურთო პირველობის ფინალს ერთბაშად ორ კითხვაზე უნდა გაეცა პასუხი: ვინ იჩემპიონებდა სეზონის პირველ სლემჩოგნაობაში და ვინ ჩაუდგებოდა სათავეში მომავალ კვირას განსაახლებელ რეიტინგს. დანიელმა კაროლინ ვოზნიაცკიმ პირველი სეტი ტაი-ბრეიკზე მოიგო. მეორე სეტში ერთი ბრეიკით რუმინელმა სიმონა ჰალეპიმ იყოჩაღა, თუმცა მესამე სეტიც და მასთან ერთად მატჩიც ვოზნიაცკის დარჩა – 7:6, 3:6, 6:4 ქალთა საჩოგბურთო ტახტზე პრინცესა კაროლინი ბრუნდება, რომელმაც სლემტიტულთან ერთად შვიდნიშნა ციფრით მოქარგული საბანკო ჩეკიც ირგუნა. ხვალ ნაშუადღევს კაცთა შორის მჯობნის მჯობნს როჯერ ფედერერისა და მარინ ჩილიჩის ჩოგნაობა გაარკვევს.

წილი
წინა სტატიაიმპერატორი ლევან I
შემდეგი სტატიაესპანური ამბები თბილისში ჩამოტანით
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".