იაპონელთა სათაყვანებელ სუმოში ქართული იანვარი დგას. საუკეთესო ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ ორიოდე საათის წინ იმპდრატორის თასისკენ მორიგი ნაბიჯი გადადგა. ტოტინოსინად წოდებული ქართველის მეტოქე ელიტარულ ლიგაში უმძიმესი – 215-კილოგრამიანი მონღოლი იტონოძიო იყო. ფალავნები (სეკიტორები) მარჯვენა დგომში დაეჯახნენ ერთმანეთს და მცირეხნიანი ჭიდილის შემდეგ ლევან-ტოტინოსინმა მონღოლი დოჰიოს (საბრძოლო წრის) მიღმა მიაბრძანა. გორგაძეს ცამეტი ბრძოლის შემდეგ 12 გამარჯვება აქვს და, შესაძლოა, ხვალვე იზეიმოს კარიერაში უდიდესი ტრიუმფი. საამისოდ მას სიოჰოძანის დამარცხება მოუწევს, ვისთანაც 12 პირად შეხვედრაში 9 გამარჯვება აქვს მოპოვებული.