როდესაც კვირაში 505 000 გირვანქას გიხდიან, რაც ევროებში 579 300-ს უდრის, შენთვის ყველა კარი ხსნილია.
შენი ძაღლებისთვისაც.
„მანჩესტერ იუნაიტედის” ახალ შენაძენზე, ჩილელ ალექსის სანჩესზე მოგახსენებთ. ის მანჩესტერის სასტუმრო „ლოური ოტელში” დაბინავდა, სადაც წესით ცხოველების შეყვანა აკრძალულია, მაგრამ… გააჩნია ვისთვის. ამქვეყნად წესი და სამართალი ხომ შერჩევითია.
ერთი სიტყვით, სანჩესის ძაღლები ატომი და ჰამბერი (თუ ესპანურად უძახის, უმბერი), პატრონთან ერთად ცხოვრობენ იქ, სადაც ბევრი ადამიანი ერთხელაც ვერ ხვდება.
სხვათა შორის, „ლოური ოტელში” ცხოვრობენ თვით ჟოზე მოურინიუ და მისი ასისტენტები.