საჭირბოროტო კითხვა-პასუხი

Home საჭირბოროტო კითხვა-პასუხი საჭირბოროტო კითხვა-პასუხი
საჭირბოროტო კითხვა-პასუხი
  • წილისყრის შედეგებს თუ გაეცანი?
  • რომელი წილისყრის?
  • ჩემპიონთა ლიგის.
  • არავითარი წილისყრა არ ყოფილა.
  • როგორ, აი, წყვილები.
  • ჰმ… წყვილები.
  • რატომ დამცინი?
  • კარგად შეინახე ეგ წყვილები, არავინ მოგპაროს.
  • აჰა, ჩაიხედე და ნახავ, თუ არ იყო წილისყრა.
  • არ მინდა, მე ეგ წყვილები აგვისტოში ვიცოდი.
  • ვა?
  • რა ვა? ვიცოდი.
  • საიდან?
  • გამოვთვალე ყველაფერი ჩაწყობილია.
  • ყველა თამაში?
  • სად ხედავ თამაშს?
  • ვინ ჩააწყო?
  • მე რა ვიცი, ჩაწყობილია. ყველაფერი წინდაწინ ვიცოდი.
  • შენ ლიგი მომგებიც გეცოდინება.
  • ვიცი, „იუვენტუსი“ მოიგებს.
  • აბა, თამაშს რაღა აზრი აქვს?
  • ფული ხომ უნდა გაკეთდეს.
  • ვინ აკეთებს ამ ფულს.
  • ყველა.
  • სისულელეა. ზიდანმა იცის, რომ ჩაწყობილი?
  • არასწორი შეკითხვაა.
  • რატომ არის არასწორი? ოთხასოთხმოცმა ფეხბურთელმა, ოცდაოთხმა მწვრთნელმა, ოთდაოთხმა პრეზიდენტმა და კიდევ ვიღაც ჯეელებმა იციან, რომ ჩაწყობილია და მე არ ვიცი?
  • მე ხომ ვიცი?
  • შენ ვინ გითხრა?
  • ჩემით გამოვთვალე.
  • ზიდანს მაინც არ ეცოდინება.
  • დღეს მთავარი გატანა არ არის.
  • აბა, რა?
  • როცა საჭიროა გაიტანო, როცა საჭიროა ააცილო.
  • ეგ რაღა ფეხბურთია?
  • ვინ გითხრა რომ ფეხბურთია?
  • აბა, რა არის?
  • მე რა ვიცი. „იუვე“ აიღებს, აი, ნახავ.
  • რატომ?
  • რიგმა მოუწია.
  • რიგმა მოუწია?
  • ჰო, პურის რიგში რომ დგახარ, ხომ მოგიწევს პური?
  • შენი აზრით, ფეხბურთი პურის რიგია?
  • „იუვე“ აიღებს.
  • და „ინტერი“?
  • „ინტერი“ უკვე ჩამდგარია რიგში.
  • და „მანჩესტერი“?
  • აი, ეგ მაეჭვებს. კარგად ვერ გამოვთვალე „იუვეს“ რიგია, თუ „მანჩესტერის“.
  • რატომ?
  • ინფორმაცია არ არის.
  • და გაზა?
  • გაზა რა შუაშია?
  • გაზამაც იცის, რომ ჩაწყობილია?
  • გაზას ვინ ეტყვის მაგას.
  • სიმეონეს თუ ეუბნებიან?
  • მე რა გითხარი, მაგის სახელი აღარ ახსენო-მეთქი.
  • სისულელეა. ეგრე არ არსებობს.
  • რო აიღებს, მერე ნახავ.
  • შეიძლება აიღოს, მაგრამ ეგ ჩაწყობას ნიშნავს? „იუვე“ ისედაც სულ ფინალშია.
  • ჰოდა, მოუწია რიგმა.
  • „მანჩესტერი“ რომ არასდროს არის ფინალში? როგორღა მოუწია?
  • ეეე, უნდა გამოვთვალო.
  • მასწავლე ეგ გამოთვლა.
  • არ ისწავლება.
  • ალგებრა ისწავლება და ეგ არა?
  • გამოთვლა ფეხბურთი ხომ არ გგონია?

19.12.1998