ჟურნალისტთა ყურადღების ნაკლებობას უელსური ფეხბურთის ლეგენდა რაიან გიგზი არასოდეს უჩიოდა, მაგრამ უელსის ნაკრების მწვრთნალად დანიშვნის შემდეგ ინტერესმა კიდევ უფრო იმატა. ჰოდა, როცა კომენტარისთვის რაიანის მამას მიაკითხეს, სკანდალიც მაშინ აგორდა.

“ჩემს ოჯახში მისი სახელის ხსენება აკრძალულია. თუ მაინცდამაინც აუცილებელია, ვამბობთ –  ექსფეხბურთელი. მხოლოდ 2011 წელს გავიგეთ, რომ ის 7 წლის განმავლობაში უმცროსი ძმის ცოლის საყვარელი იყო. როცა ყველაფერი გაირკვა, მან ბოდიშის მოხდაც არ ინება. ძმას ოჯახი დაუნგრია. იმის ნაცვლად, რომ ძმის დამცველი და მფარველი ყოფილიყო, ფაქტობრივად, ზურგში დანა ჩაარტყა. მისთვის უმთავრესი ყოველთვის კარიერა იყო და არა ოჯახი. გული მტკივა და მეტირება, ამას რომ ვამბობ, მაგრამ სიმართლე თუ გინდათ, ეს არის”, – განაცხადა ახალგამომცხვარი მწვრთნელის მამამ.

 

წილი
წინა სტატიაპირველი ნაბიჯი ელიტაში
შემდეგი სტატიაკორეა ყინულზე გაერთიანდება
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".