„მანჩესტერის“ ყოფილი ვარსკვლავი, 44 წლის რაიან გიგზი უელსის ნაკრების მწვრთნელად დაინიშნა. გიგზმა პოსტი კრის კოულმენისგან გადაიბარა, რომელმაც 2016 წლის ევროპის ჩემპიონატზე უელსის ნაკრები ნახევარფინალში გაიყვანა. მან მუშაობა საკლუბო დონეზე, „სანდერლენდში“ განაგრძო.

რაიან გიგზი უელსის ნაკრებში 1991 წლიდამ 2007 წლამდე თამაშობდა. მას 64 სანაკრებო მატჩი აქვს ჩატარებული. თუმცა უელსელ ქომაგთა ნაწილი უკმაყოფილო იყო იმ ფაქტით, რომ გიგზი ხშირად აცდენდა ამხანაგურ შეხვედრებს.

რაიან გიგზმა ფეხბურთელის კარიერა 2014 წელს დაასრულა და ორი წლის განმავლობაში „ოლდ ტრეფორდზე“ ლუის ვან გაალის თანაშემწედ მუშაობდა. „მანჩესტერში“ ჟოზე მოურინიუს მისვლის შემდეგ კი გიგზი კლუბიდან წავიდა.