საქმეს ისეთი პირი უჩანს, კარლოს ტევესი ჩინურ „შანხაი შენხუას“ დატოვებს და კარიერას მშობლიურ „ბოკა ხუნიორსში“ დაასრულებს. ვარაუდები შერეკილი ვარსკვლავის სამომავლო გეგმების შესახებ არგენტინული გუნდის გუშინდელ ვარჯიშზე მისმა დასწრებამ განამტკიცა.

თავიდან ჩინელები კარლოსს 10 თვეში 25 მილიონ დოლარს ჰპირდებოდნენ, მაგრამ 2016-ში ორწლიან და 38-მილიონიან კონტრაქტზე შეთანხმდენ.

ტევესს კვირაში 730 000 დოლარი გამოსდიოდა. სულ 20 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 4 გოლი გაიტანა…

პედანტმა ჩინელებმა გამოთვალეს, რომ ტევესმა თითოეულ შეხვედრაში 1 898 000 დოლარი მიიღო, მისი ოთხი გოლიდან თოთოეული კი 9 490 000 დაუჯდათ. მიხვდნენ, რომ ცოტა გადააჭარბეს, მაგრამ რაღა დროს.

ტევესი ყველა წვრილმანს იმიზეზებდა სამშობლოში ვოთომდა სამკურნალოდ გასაფრენად, არ მოსწონდა კლიმატი, თანაგუნდელთა ოსტატობა…

შემოდგომაზე კლუბის ხელმძღვანელობამ ცხრილის შუაში გაჩხერილი „შანხაი შენხუას“ მწვრთნელი გუსტავო პოიეტი დაითხოვა, მისმა შეცვლელმა ჩინელმა კი ტევესი ჭარბი წონის გამო სასწრაფოდ ამოაგდო შემადგენლობიდან. ამას კონტრაქტის ვადაზე ადრე გაწყვეტაც მოჰყვა.