ქართულ ფეხბურთში ბოლო დღეებში რამდენიმე ფეხბურთელმა მორიგი სამსახური გამოიცვალა. თანამედროვე ფეხბურთისგან განსხვავებით კი ეს ყველაფერი იმდენად სხვანაირად ხდება…

ალბათ, ქვეყნად არაფერია იმაზე მოსაწყენი და უინტერესო, როგორც ქართულ კლუბებში მომხდარი ტრანსფერები. დაზამთრდა და დაიწყო რია-რია, ვინ სად გადადის და გადმოდის, კაცი ვერაფერს გაიგებს.

ცუდი შედარებისთვის, ამ პროცესს ჰქვია, თხა ვიყიდე, თხა გავყიდე…

ამის გაგრძელებაა „სარგებელი ვერა ვნახე“, მაგრამ მგონი, არ მოუხდება. ეტყობა, სარგებელს ნახულობენ და ფულიც თეთრდება, თორემ როგორ არ უნდა დაიღალო კაცი, ყოველ ექვს თვეში გუნდის შემადგენლობას რომ ცვლი.

მიდის ერთი და მოდის მეორე, არადა ორივე ერთია… მარტო ფულია ამოსავალი წერტილი, საფეხბურთო ზრდა კი დასაწყისშივე დაასრულებული აქვთ, აღარც თანამედროვე ფეხბურთი აინტერსებთ, აღარც არაფერი… ვერც წინ მიდიან, არც უკან რჩებიან.

აი, გორის „დილადან“ თითქმის ყველა გაუშვიათ. „სამტრედიაც“ იშლება – ვინც შედარებით კარგი იყო, ყველა წავიდა.

ეროვნულ ლიგაში და ეროვნულ ლიგა 2-ში ჯამში 20 გუნდია, ანუ დაახლოებით 400 ფეხბურთელი. და ამ 400-დან უმრავლესობა სწორედ ასეთია: ერთ დონეზე დგანან, კლუბიდან კლუბში გადადიან, ექვს თვეში უკვე სხვაგან არიან და ა.შ.

მეტი თვალსაწიერი არ აქვთ ქართულ კლუბებს და რა გინდა, რომ ქნა. მე თქვენ გეტყვით, ახალგაზრდების თამაშებზე დადიან და სელექციას აწარმოებენ.

არიან ფეხბურთელები, რომლებსაც ლამის იმაზე მეტ კლუბი აქვთ გამოცვლილი, რამდენი წლისანიც არიან. ან მგზავრობით მაინც არ დაიღალნენ? უკვე ცოტა სასაცილოცაა… ადრე ასე შემოდგომა – გაზაფხულზე ხდებოდა, ახლა გაზაფხულ-შემოდგომაზე, ეს კი ნამდვილად შეიცვალა…

 

 

 

წილი
წინა სტატიალილიმ მესი მესის ფეხებზე დახატა
შემდეგი სტატიანგოლო კანტეს ავარია
კობა ინასარიძე–ანი ინასარიძის და ექსკლუზიური მასალების მამა. ხშირად შემჩნეულია ქართულ ფეხბურთში არსებული განუკითხაობისა და არაპროფესიონალიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. დელიკატესებიდან უყვარს "სარბიელი", ლუდი და გერმანიის ნაკრები.