„ბარსელონას“ ყოფილმა მცველმა, ფრანგმა ერიკ აბიდალმა ის პერიოდი გაიხსენა, კიბოს რომ ებრძოდა და ლეო მესიმ სთხოვა, თანაგუნდელებისთვის ვიდეომიმართვები არ გაეგზავნა…

„ძალიან მიჭირდა. ძალიან გავხდი და ბედნიერი ვიყავი, როცა ექიმმა მითხრა, ოპერაცია გიშველისო. ვიდეომიმართვა ჩავწერე და სიხარული ბარსელონელ თანაგუნდელებს გავუზიარე. ლეომ კი შემომითვალა, არ არის საჭირო ასეთი შეტყობინებები – ცუდ განწყობაზე გვაყენებს და უარყოფითად გვმუხტავსო… იცით საავადმყოფოში ვინ მომაკითხა? ტიერი ანრიმ! ემოციას ვერ გავუმკლავდი და სიხარულისგან პატარა ბავშვივით ვიტირე.

ეს ყველაფერი ერიკ აბიდალმა ფრანგულ „კანალ +“-ს მოუთხრო.

წილი
წინა სტატიანეპოტიზმი
შემდეგი სტატიამეთოფე ღამურებში
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".