30 წლის გონსალო იგუაინს  534 მატჩში 271 გოლი აქვს გატანილი, მაგრამ დღეს დილით ბუენოს აირესში ესეისას აეროპორტში რომ გაიტანა, წლის საუკეთესო იქნება. „იუვენტუსის“ ფორვარდი მხოლოდ ფეხმოსწრებული კი არა, სიტყვამოსწრებულიც ყოფილა.

„კალიარისთან“ სტუმრად მოგების შემდეგ  „იუვე“ საშვებულებოდ დაიშალა და „პიპიტა“ იგუაინმაც სამშობლსკენ გასწია. მგზავრობით დაღლილს ტრაპიდან მიწაზე ფეხის დადგმა არ აცალეს და კამერა-მიკროფონით ეცნენ.

„ღამის 3 საათიდან თქვენ გელოდებით“ – გაეკრიჭა ჟურნალისტი, „ 14 საათია მოვფრინავ“ – შეუსრულა „პიპიტამ“ და  გაუჩინარდა.

წილი
წინა სტატიამიფრინავენ ფლოსტები
შემდეგი სტატიადაცვა ისეთი უნდა პოლიციამ რომ იცის
ვაჟა ფშაველა... უკაცრავად, ფშაველი ვაჟა, გვარად ხუციშვილი. ერთგული, ნიჭიერი და ესპანეთში ნაცხოვრები კაცია, რომელმაც „რეალის” და „ბარსელონას” ქვეყანა შიგნიდან იცის და მკითხველისთვის მრავალი საინტერესო ამბის მოყოლა შეუძლია. ხანდახან ამბობს, კუში კოშმარიაო და ვერ გაიგებ, „მაზიანების” წინააღმდეგია თუ ვიღაც კაცის სახელსა და გვარს ასახელებს.