მესის 400 დაუთვალეს

Home სიახლეები მესის 400 დაუთვალეს
მესის 400 დაუთვალეს

დღეს „ბარსელონა“ „ლევანტეს“ უმასპინძლებს და მესი პრიმერადივიზიონში მე-400 მატჩს ითამაშებს. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით „მარკამ“ მესის კარიერის 20 ციფრული ფაქტი დაალაგა:

–  მესამეა  „ბარსელონას“ ისტორიაში ვინც 400-იანი გახდება ხავის ( 505 ) და ინიესტას ( 426 ) შემდეგ.

– ყველაზე მეტი გოლი პრიმერადივიზიონში – 363 (48 პენალტით ).

– 32070 წუთი,  355 მატჩი ძირითადში, 305 სრულად.

– 302 მოგება, 60 ფრე, 37 წაგება.

– 39 სხვადასხვა  მეტოქე გუნდი. ყველაზე ბევრჯერ მოგებული „სევილიასთან“ და „ბილბაოსთან“ (17). ყველაზე მეტი წაგება „რეალთან“ (6).

– არ გაუტანია პრიმერაში „კადისთან“, „ჟირონასთან“, „მურსიასთან“.

– 97 თანაგუნდელი 13 სეზონში.

– 136 მატჩი გვარდიოლას თავკაცობით.

– ყვითელი ბარათი – 38. წითელი – 0.

– 315 მატჩი ინიესტასთან ერთად.

– 11 ვერგატანილი პენალტი.

– ყველაზე მეტი 21 გოლი გაუტანა მეკარე დიეგო ალვეშს.

– 30 მატჩი უნდიანო მაიენკოს მსაჯობით.

– 1650 მეტოქე ფეხბურთელი 399 მატჩში.

– ფეხბურთელი რომელსაც ყველაზე მეტჯერ (15) მოუგო ( გაბრიელ ფერნანდეს არენასი, „ატლეტიკო“, „ხეტაფე“, „სარაგოსა“).

– მწვრთნელებიდან ყველაზე მეტჯერ (15) მოუგო უნაი ემერისა და ხოაკინ კაპაროსის გუნდებს.

– ყველაზე მეტჯერ (23) უთამაშია სერხიო რამოსის წინააღმდეგ და 6-ჯერ დამარცხდა.

– ყველაზე მეტჯერ (4) ყვითელი ბარათი უჩვენა მატეუ ლაოსმა.

– 849-ჯერ კარში დარტყმა. 2,12 საშუალოდ მატჩში.

-141 საგოლე პასი 339 მატჩში.