„ინტერის“ 17 მატჩიან წაუგებელ სერიას 5 მატჩიანი მოუგებელი მოჰყვა. ლუჩანო სპალეტის გუნდს 3 დეკემბრის შემდეგ ჩემპიონატში არ მოუგია და აქედან ორი წააგო. წუხელ ახლოს იყო გამარჯვებასთან, რაკი სტუმრად „ფიორენტინას“ ამარცხებდა, მაგრამ ბოლო წუთზე გაუშვა და შეხვედრა 1:1 დაასრულა.

ნამატჩევს  სპალეტიმ თქვა: „ნაგატომო გრიპიანია, რანოკიამ მტკივანი ნეკნებით ითამაშა. იოლად ვკარგავთ ბურთს და პრობლემებს ვიგონებთ. „ფიორენტინამ“ დაიმსახურა ფრე, მაგრამ მანამდე ჩვენ მეორე უნდა გაგვეტანა.

მომბეზრდა განმარტებები გუნდის თამაშის გაუარესების გამო. იქნებ თქვენ, ჟურნალისტები შეხვიდეთ გასახდელში და უთხრათ ფეხბურთელებს, რომ ცუდები არიან.

ყველასთვის აშკარაა – ცენტრალური მცველი გვაკლია. ეს იცის 80 წლის დედაჩემმაც, რომელიც სახლში ზის. საკადრო პრობლემებით თავის გამართლებას არ ვაპირებ“.

წილი
წინა სტატიამერი ბარკლით გამოვიდა
შემდეგი სტატიაკოუტინიო ყველამ გაყიდა, ყველამ… კლოპის გარდა!
ვაჟა ფშაველა... უკაცრავად, ფშაველი ვაჟა, გვარად ხუციშვილი. ერთგული, ნიჭიერი და ესპანეთში ნაცხოვრები კაცია, რომელმაც „რეალის” და „ბარსელონას” ქვეყანა შიგნიდან იცის და მკითხველისთვის მრავალი საინტერესო ამბის მოყოლა შეუძლია. ხანდახან ამბობს, კუში კოშმარიაო და ვერ გაიგებ, „მაზიანების” წინააღმდეგია თუ ვიღაც კაცის სახელსა და გვარს ასახელებს.