ლუანი: აქ მე ვარ მესიც და რონალდუც

Home სიახლეები ლუანი: აქ მე ვარ მესიც და რონალდუც
ლუანი: აქ მე ვარ მესიც და რონალდუც

სამხრეთ ამერიკის წლის საუკეთესო ფეხბურთელად ლუან გილერმო დე ჟესუს ვიეირა დაასახელეს.

დეკემბრის ბოლოს ყოველწლიურ გამოიკითხვას ურუგვაული „ელ პაისი“ ატარებს და ეს „ფრანს ფუტბოლის“ „ოქროს ბურთის“ ანალოგია.

24  წლის ბრაზილიელი ლუანი „გრემიოს“ ნახევარმცველია. 4 სეზონის 110  მატჩში 55 გოლი გაიტანა.

ამ სეზონში მოიგო „კოპა ლიბერტადორესი“ და ტურნირის საუკეთესოც გახდა.

368  სპორტული ჟურნალისტიდან  182-მა ხმა სწორედ ლუანს მისცა, მეორე ადგილი „ფლამენგოს“ პერუელ ფორვარდ პაოლო გერეროს დარჩა (65), ხოლო მესამე  „გრემიოს“ 21 წლის ბრაზილიელ მეგოლე არტურ ენრიკეს (46), რომელშიც „ბარსელონა“ 30 მილიონ ევროს იხდის.

ლუანი მე-14 ბრაზილიელია, რომელმაც ეს ჯილდო მიიღო და ბრაზილია ამ გამოკითხვაში  არგენტინას 14:13-ს  უგებს.