კრისტალით დაწყებული კრისტალთან დამთავრდა

Home სიახლეები კრისტალით დაწყებული კრისტალთან დამთავრდა
კრისტალით დაწყებული კრისტალთან დამთავრდა

„კრისტალ პალასი“ – „მანჩესტერ სიტი“ უგოლოდ დასრულდა და „სიტის“  მიჯრით 19 მატჩიანი მოგება აღარ გაოცდა. პეპ გვარდიოლას პრემიერლიგის უხუცესი მწვრთნელი, 70 წლის როი ჰოჯსონი გადაეღობა. მეტიც – „კრისტალ პალასს“ შეეძლო  „სიტის“  27 მატჩიანი წაუგებელი სერია (8 აპრილიდან) შეეწყვიტა, მაგრამ 92-ე წუთზე მილივოიევიჩს პენალტი ედერსონმა აუღო.

აქვე ისიც ვთქვათ, რომ  6 მაისის შემდეგ პირველად „სიტიმ“ მოედანი უგოლოდ დატოვა. ამ ხნის განმავლობაში პრემიერლიგის ზედიზედ 24 მატჩში ჰქონდა გატანილი. 6 მაისს კი ეს სერია სწორედ „კრისტალ პალასთან“ 5:0-ით დაიწყო.

აქვე ვთქვათ, რომ „კრისტალ პალასთან“ „სიტის“ ფორვარდი გაბრიელ ჟესუსი 23-ე წუთზე დაშავდა და სულ მცირე ერთი თვე ვეღარ ითამაშებს.