იმ შემთხვევაში, თუ გერმანიის ნაკრები 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატს მოიგებს, მის თითოეულ წევრს პრემიის სახით 350 ათასი ევრო ერგება. შედარებისათვის: 2014 წელს ბრაზილიაში გამარჯვებული ბუნდესნაკრების ყოველმა ფეხბურთელმა 300 ათასი ევრო მიიღო.   ახლა ფსონები გაზრდილია – გერმანიას შანსი აქვს, თავის ისტორიაში პირველად მოიგოს ზედიზედ ორი მუნდიალი და ამით იტალიისა (1934-38) და ბრაზილიის (1958-62) მიღწევა გაიმეოროს.
გერმანიის ფეხბურთის კავშირის საიტზე ვკითხულობთ:
„ჯგუფურ ეტაპზე და მერვედფინალში გასვლისათვის პრემიები არ გაიცემა. ყოველი მოთამაშე პირველ პრემიას – 75 000 ევროს ოდენობით – მიიღებს მხოლოდ მეოთხედფინალში გასვლის შემთხვევაში, ნახევარფინალში გასვლისათვის – 125 000 ევროს, მესამე ადგილის დაკავებისათვის –  150 000-ს და 200 000-ს – ფინალში მონაწილეობისათვის. თუ ნაკრები 2014 წელს მოპოვებული ტიტულის დაცვას შეძლებს და მეხუთედ გახდება მსოფლიოს ჩემპიონი, მისი ყოველი წევრი 350 000 ევროს მიიღებს“.