საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტად პაატა გურასპაული აირჩიეს. ის ფედერაციას მომდევნო ოთხი წლის განვალობაში უთავკაცებს.
კალათბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე 27 დელეგატის 80 პროცენტმა ხმა სწორედ გურასპაულს მისცა, 2 პროცენტი კი შიო ხეცურიანს ერგო, რომელმაც თავისი საპრეზიდენტო კანდიდატურა არჩევნების დაწყებამდე ერთი საათით ადრე მოხსნა.
„ყველაფერს გავაკეთებ საიმისოდ, რომ ჩვენი კალათბურთი განვითარების შემდეგ ეტაპზე გადავიდეს და დღევანდელზე უფრო წარმატებული იყოს.
გავაფართოვებ ფედერაციის გამგეობას, ჩაფიქრებული მაქვს სხვადასხვა საინტერესო პროექტები, მათ შორის როგორ უნდა მივხედოთ ბავშვთა და ქალთა კალათბურთს.
ამასთანავე მადლობას ვუხდი კალათბურთის ფედერაციის ყოფილ ხელმძღვანელობას გაწეული მუშაობისთვის“, – თქვა არჩევნების შემდეგ ფედერაციის პრეზიდენტმა პაატა გურასპაულმა.
