კახა ცხადაძეს სამუშაოდ ისევ ყაზახეთში უხმობენ, ოღონდ არა ალმათის “კაირატში”, არამედ პავლოდარის “ირტიშში”.
საქართველოს ნაკრების ექს -კაპიტანმა და ექს -მწვრთნელმა “კაირატში” ურიგოდ როდი იმუშავა, სუპერთასი მოიგო და მეორე ადგილზეც გავიდა. მერე აერია ვითარება, როცა მეორე სეზონი ვერ დაიწყო შედეგიანად.
წინა სეზონში “ირტიში” ყაზახეთში მეოთხე ადგილზე გავიდა, რაც თითქოს ცუდი შდეგი არაა ამ კლუბისთვის, თუმცა მწვრთნელი მაინც მოხსნეს. და მწვრთნელი ვინ იყო? უკრაინელი ვიაჩესლავ გროზნი, ერთი წლის წინ თბილისის “დინამოს” რომ ედგა სათავეში.
რა როგორ იქნება, არ ვიცით. ყაზახეთში მომდევნო სეზონის დაყწებამდე სამი თვეა დარჩენილი და ძალიანაც არ ეჩქარებათ მწვრთნელის დანიშვნა. თუმც დღეისთვის საუბარი სწორედ კახა ცხადაძეზეა.