საქართველოს ახალაგაზრდული ნაკრების მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ პოსტი დატოვა. ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტ ალექსანდრე იაშვილის ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ მწვრთნელთან თანამშრომლობა ურთიერთშეთანხმებით გაწყდა. „ფეხბურთის ფედერაციის სახელით მინდა მადლობა გადავუხადო გია გეგუჩაძეს თითქმის ორწლიანი თანამშრომლობისთვის. სამწუხაროდ, ჩვენი გზები გაიყო, თუმცა მინდა წარმატებები ვუსურვო მას. ხელშეკრულება ურთიერთშეთანხმებით გავწყვიტეთ და ერთმანეთს კეთილი სურვილებით დავშორდით“.
შეგახსენებთ, გია გეგუჩაძის თავკაცობით საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა პირველი მატჩი შარშან, 23 მარტს ჩაატარა და შინ, სან-მარინოს 4:0 მოუგო. მაშ შემდეგ ჩვენმა ახლაგაზრდებმა 8 ოფიციალური მატჩიდან ორი მოიგეს, ორჯერაც ფრედ ითამაშეს და ოთხჯერ დამარცხდნენ, მათ შორის ფარერების კუნძულებთან – 1:3.
გია გეგუჩაძე ასაკობრივი ნაკრებების კურატორიც გახლდათ…