ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი დასრულდა. მერვედფინალში გასული გუნდების ვინაობა გაირკვა. ორშაბათს, 11 დეკემბერს, საქართველოს დროით 15 საათზე, უეფას შტაბ-ბინაში, შვეიცარიის ქალაქ ნიონში გაიმართება წილისყრა, რომლის მოლოდინში ესპანურმა “მარკამ” საინტერესო გამოთვლები ჩაატარა. ესპანელთა ინტერესი გასაგებია, 16 დაწინაურებული გუნდიდან 3 მათია და მომავალი მეტოქეების გამოცნობა აინტერესებთ.
“მარკას” გამოთვლებმა აჩვენა, რომ “ბარსელონას” ყველაზე დიდი ალბათობით “ჩელსი” შეხვდება, ხოლო “რეალს” და “სევილიას” “რომასთან” გადაკვეთის დიდი შანსი აქვთ.
გამოთვლებისას, ესპანური გამოცემის წილთა მრიცხველნი ცხადია ითვალისწინებდნენ, რომ “ბარსელონა” ჯგუფიდან პირველი ადგილით გავიდა, “რეალი” და “სევილია” კი მეორეთი. იმასაც, რომ პირველადგილოსნებს მხოლოდ მეორესდგილოსნებთან შეუძლიათ შეხვედრა; აგრეთვე ერთი ქვეყნის გუნდები ერთმანეთს ვერ გადაეყრებიან. შედეგად, გამოვიდა ცხრილი, რომელიც თქვენს სამსჯავროზე გამოგვაქვს და სადაც სხვა გუნდების ალბათურ მეტოქეებსაც გაეცნობით.