სპორტი

? ლაშა ტალახაძე მსოფლიოს ჩემპიონია!?‍♂ ქართველმა ძალოსანმა მსოფლიოს ორი რეკორდიც დაამყარა – 220 კგ ატაცში და 477 კგ ორჭიდის ჯამში!

Posted by TV Pirveli • ტელეკომპანია პირველი on Tuesday, 5 December 2017

ოლიმპიური ჩემპიონი, ევროპის ჩემპიონი და აგერ, უკვე მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი! ქართველმა გოლიათმა ლაშა ტალახაძემ ისეც მდიდარ კოლექციას ანაჰაიმის მსოფლიო ჩემპიონატის ოქროც შემატა.

105 კილოგრამზე ზემოთ წონით კატეგორიაში ჩვენიანმა ძალოსანმა ამჯერადაც დამაჯერებლად დასძლია – 477 სარეკორდო კილოგრამი ორი სახეობის ჯამში! ლაშამ ატაცში 220 კილოგრამიანი შტანგა ასწია, რაც ასევე ახალი მსოფლიოს რეკორდია! ამას ლაშამ აკვრაში 257 კგ. დაუმატა და მსოფლიოს ჩემპიონი გახდა!

შეგახსენებთ, ლაშამ ამას წინათ დუშეთში გამართულ საქართველოს ჩემპიონატზეც დაამყარა რეკორდი, მაგრამ საერთაშორისო არბიტრების არყოფნის გამო შედეგი არ დაფიქსირდა.