კრემლში ჩატარებული მსოფლიო ჩემპიონატის წილისყრის შესახებ „სარბიელი“ უკვე წერდა. რუსულ მუნდიალამდე ჯერ კიდევ ნახევარი წელიწადია და ამ ხნის განმავლობაში კიდევ ბევრი რამ შეიცვლება. ბევრიც ახალი მოხდება. ამჯერად კი პირველ შთაბეჭდილებებზე ვთქვათ და ტურნირის კალენდარსაც გადავხედოთ.
ყველაზე რთული ალბათ D ჯგუფია, სადაც არგენტინა, ისლანდია, ხორვატია და ნიგერია მოხვდნენ. არგენტინელები ცხადია, ჯგუფის ფავორიტები იქნებიან, თუმცა ყველას აინტერესებს ბოლოდროინდელი სასწაულმოქმედი, დებიუტანტი ისლანდიელების გამოსვლა. შარშან, ევროპის ჩემპიონატზე ინგლისის ისლანდიასთან მარცხის შემდეგ, ენამოსწრებულმა გარი ლინეკერმა თქვა: წავაგეთ ქვეყანასთან, რომელსაც ფეხბურთელებზე მეტი ვულკანები მოეპოვებაო. ისლანდიელთა მწვრთნელმა ჰეიმირ ჰალგრიმსონმა ხორვატებზე თქვა, მგონი ცოლ-ქმარივით გავხდით, მაგრამ ჩემპიონატის დროს გავეყრებითო. საქმე ის არის, რომ ეს გუნდები შესარჩევ ჯგუფშიც ერთად იყვნენ, 2014 წელს კი ჩრდილოელებმა პლეი ოფი წააგეს ექს-იუგებთან.
ესენი ერთმანეთს 16 ივნისს, მოსკოვის „სპარტაკის“ „ატკრიტიე არენაზე“ შეხვდებიან და ვფიქრობთ, ჯგუფური ეტაპის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მატჩი იქნება. ჰალგრიმსონმა დაამატა, სადებიუტოდ მუნდიალზე უკეთეს მოწინააღმდეგეზე ვერც ვიოცნებებდით. ამ თამაშის წინ ჩვენს გონებაში ძალიან ბევრი რომანტიკაა, მაგრამ გარწმუნებთ, იოლი ლუკმა არავისთვის გავხდებით. მჯერა, რომ ჩვენი გულშემატკივრები ტურნირის ვარსკვლავები გახდებიან და არც ჩვენ შევირცხვენთ თავსო.
არგენტინელთა მწვრთნელი, ხორხე სამპაოლი: ვფიქრობ, მუნდიალის დაწყებამდე შევძლებთ საკვალიფიკაციო ეტაპზე მიღებული სტრესის დაძლევას. გარწმუნებთ, არგენტინა მსოფლიო ჩემპიონატზე ძალიან ძლიერი იქნებაო.
კრიშტიანუ რონალდუ თავისი რეალელი თანაგუნდელების წინააღმდეგ ითამაშებს და პორტუგალია-ესპანეთიც, ალბათ ჯგუფური ეტაპის გამორჩეული მატჩი გამოვა. ესპანელთა დამრიგებელი კი ფრთხილ პროგნოზს აკეთებს: „რთული ჯგუფია. პორტუგალიას ძალიან კარგი ნაკრები ჰყავს. არ დაგვავიწყდეს, რომ ისინი ევროპის მოქმედი ჩემპიონები არიან. მაროკოც სოლიდური გუნდია. მათ ხომ კოტ დივუარს აჯობეს საკვალიფიკაციო ეტაპზე. ირანს კი შესარჩევ ციკლში გოლი არ გაუშვია და ეს ბევრ რამეზე მიუთითებს“, – ამბობს ხულენ ლოპოტეგი.
საინტერესო იქნება ინგლისი – ბელგიის დაპირისპირება. მოგეხსენებათ ლამის მთელი ბელგიის ნაკრები პრემიერლიგაში თამაშობს და ეს ამბავი შეხვედრას საგანგებო მარილს ამატებს. ჩელსელმა ედენ აზარმა თქვა: ბელგია ადვილად მოუგებს ინგლისს… ვხუმრობ, ვხუმრობ. თანაგუნდელ გარი კეჰილს ვესაუბრე წილისყრის შესახებ. ორივე ერთ აზრზე ვართ, ძალიან რთული მატჩი იქნება. ისე კი, მსოფლიო ჩემპიონატი ისეთი რამაა, ყველაფერი შეიძლება მოხდესო.
საქართველოს ნაკრების ყოფილი მეტოქე, სერბეთის ეროვნული გუნდი E ჯგუფში ბრაზილიასთან, შვეიცარიასთან და კოსტა-რიკის ნაკრებებთან მოხვდა. ბრაზილიელთა დამრიგებელი ტიტე ამბობს: „ჯგუფში ყველა მეტოქესთან ისეთივე დამოკიდებულება გვექნება, როგორიც ვთქვათ, ესპანეთთან ან ინგლისთან გვექნებოდა. ტაქტიკაზე მეტი მუშაობა გვმართებს. კიდევ, ფსიქოლოგიური წნეხი. ბევრი ჩვენ ჩემპიონობის მთავარ კანდიდატად მიგვიჩნევს, მაგრამ სხვა კარგი გუნდებიც ხომ არსებობენ?!“ ბრაზილია-სერბეთიც, ალბათ, ჯგუფური ეტაპის კიდევ ერთი საინტერესო მატჩი იქნება. ისევე როგორც გერმანია-მექსიკა, არგენტინა – ხორვატია, დანია – საფრანგეთი და რუსეთი – ურუგვაი. ამ უკანასკნელის შესახებ ცნობილმა მწვრთნელმა ანატოლი ბიშოვეცმა განაცხადა: კარგია ურუგვაის რომ შევხვდით, ახლა შანსი გვაქვს 1970 წლის მუნდიალისთვის შური ვიძიოთო. შეგახსენებთ, მაშინ საბჭოთა კავშირის ნაკრები ურუგვაის მეოთხედფინალში შეხვდა. ძირითადი დრო უგოლოდ დამთავრდა, დამატებითის ბოლოს კი ვიქტორ ესპარაგომ გაიტანა. საბჭოელებს ბურთი ხაზს მიღმა გადასული ეგონათ და გაჩერდნენ, ურუგვაელმა კი ცარიელ კარში შეაგდო. ურუგვაი ნახევარფინალში გავიდა, საბჭოელები შინ გაემგზავრნენ. იმ მატჩში ბიშოვეცთან ერთად მინდორზე ოთხი ქართველი: ანზორ კავაზაშვილი, რევაზ ძოძუაშვილი, მურთაზ ხურცილავა და კახი ასათიანი იყვნენ, ორიც – სლავა მეტრეველი და გივი ნოდია თადარიგში. ეს ეპიზოდი იმიტომ გავიხსენეთ, რომ ლამის საქართველოს ნაკრები ებრძოდა ურუგვაელებს, თუმცა არავინ იცოდა რომ იქ ამდენი ქართველი თამაშობდა. ეს ისე, ცნობისთვის…
საინტერესო უნდა იყოს პოლონეთი – კოლუმბიის დაპირისპირებაც. აკი პოლონელთა კაპიტანმა რობერტ ლევანდოვსკიმ სოციალურ ქსელში ბაიერნელ თანაგუნდელ ხამეს როდრიგესს მისწერა: „გამარჯობა ჩემო გერმანელო მეგობარო, მახსოვს შენი ლამაზი გოლები ბოლო მსოფლიო ჩემპიონატზე. ვიმედოვნებ 2018-ში შენ დაიმახსოვრებ ჩემებს.“
აი, ასეთი ვითარებაა წილისყრის შემდეგ. ზოგადად, ახალი და განსაკუთრებული არაფერი მომხდარა. მონაწილეები დააახლოებით თანაბრად გადანაწილდნენ.
მასპინძელს, როგორც ყოველთვის, ამჯერადაც შედარებით იოლი ჯგუფი შეხვდა.
აქვე მატჩების განრიგი:
A ჯგუფი
რუსეთი, საუდის არაბეთი, ეგვიპტე, ურუგვაი
განრიგი:
14 ივნისი. მოსკოვი. ლუჟნიკი. 19.00 რუსეთი – საუდის არაბეთი
15 ივნისი. ეკატერინბურგი. 16.00 ეგვიპტე – ურუგვაი
19 ივნისი. სანკტ პეტერბურგი. 22.00 რუსეთი – ეგვიპტე
20 ივნისი. დონის როსტოვი. 19.00 ურუგვაი – საუდის არაბეთი
25 ივნისი. სამარა. 18.00 ურუგვაი – რუსეთი
25 ივნისი. ვოლგოგრადი. 18.00 საუდის არაბეთი – ეგვიპტე
B ჯუფი
პორტუგალია, ესპანეთი, მაროკო. ირანი
15 ივნისი. სანკტ პეტერბურგი. 19.00 მაროკო – ირანი
15 ივნისი. სოჭი. 22.00 პორტუგალია – ესპანეთი
20 ივნისი. მოსკოვი. ლუჟნიკი. 16.00 პორტუგალია – მაროკო
20 ივნისი. ყაზანი, 22.00 ირანი – ესპანეთი
25 ივნისი. სარანსკი. 22.00 ირანი – პორტუგალია
25 ივნისი. კალინინგრადი. 22.00 ესპანეთი – მაროკო
C ჯგუფი
საფრანგეთი, ავსტრალია. პერუ, დანია
16 ივნისი. ყაზანი. 14.00 საფრანგეთი – ავსტრალია
16 ივნისი. სარანსკი. 20.00 პერუ – დანია
21 ივნისი. სამარა. 16.00 დანია – ავსტრალია
21 ივნისი. ეკატერინბურგი. 19.00 საფარნგეთი – პერუ
26 ივნისი. მოსკოვი. ლუჟნიკი. 18.00 დანია – საფარნგეთი
26 ივნისი, სოჭი. 18.00 ავსტარლია – პერუ
D ჯგუფი
არგენტინა, ისლანდია, ხორვატია, ნიგერია
16 ივნისი. მოსკოვი. სპარტაკი. 17.00 არგენტინა – ისლანდია
16 ივნისი. კალინინგრადი. 23.00 ხორვატია – ნიგერია
21 ივნისი. ნიჟნი ნოვგოროდი. 22.00 არგენტინა – ხორვატია
22 ივნისი. ვოლგოგრადი. 19.00 ნიგერია – ისლანდია
26 ივნისი. სანკტ პეტერბურგი. 22.00 ნიგერია – არგენტინა
26 ივნისი. როსტოვი. 22.00 ისლანდია – ხორვატია
E ჯგუფი
ბრაზილია, შვეიცარია, კოსტა-რიკა, სერბეთი
17 ივნისი. სამარა. 16.00 კოსტა-რიკა – სერბეთი
17 ივნისი. როსტოვი. 22.00 ბრაზილია – შვეიცარია
22 ივნისი. სანკტ პეტერბურგი. 16.00 ბრაზილია – კოსტა-რიკა
22 ივნისი. მოსკოვი. სპარტაკი. 22.00 სერბეთი – შვეიცარია
27 ივნისი. მოსკოვი. სპარტაკი. 22.00 სერბეთი – ბრაზილია
27 ივნისი. ნიჟნი ნოვგოროდი. 22.00 შვეიცარია – კოსტა-რიკა
F ჯგუფი
გერმანია, მექსიკა, შვედეთი, კორეა
17 ივნისი. მოსკოვი. ლუჟნიკი. 19.00 გერმანია – მექსიკა
18 ივნისი. ნიჟნი ნოვგოროდი. 16.00 შვედეთი – კორეა
23 ივნისი. როსტოვი. 19.00 კორეა – მექსიკა
23 ივნისი. სოჭი. 18.00 გერმანია – შვედეთი
27 ივნისი. ყაზანი. 18.00 კორეა – გერმანია
27 ივნისი. ეკატერინბურგი. 18.00 მექსიკა – შვედეთი
G ჯგუფი
ბელგია, პანამა, ტუნისი, ინგლისი
18 ივნისი. სოჭი. 19.00 ბელგია – პანამა
18 ივნისი. ვოლგოგრადი. 22.00 ტუნისი – ინგლისი
23 ივნისი. მოსკოვი. სპარტაკი. 16.00 ბელგია – ტუნისი
24 ივნისი. ნიჟნი ნოვგოროდი. 16.00 ინგლისი – პანამა
28 ივნისი. კალინინგრადი. 22.00 ინგლისი – ბელგია
28 ივნისი. სარანსკი 22.00 პანამა – ტუნისი
H ჯგუფი
პოლონეთი, სენეგალი, კოლუმბია, იაპონია
19 ივნისი. სარანსკი. 16.00 კოლუმბია – იაპონია
19 ივნისი. მოსკოვი. სპარტაკი. 16.00 პოლონეთი – სენეგალი
24 ივნისი. ეკატერინბურგი. 19.00 იაპონია – სენეგალი
24 ივნისი. ყაზანი. 22.00 პოლონეთი – კოლუმბია
28 ივნისი. ვოლგოგრადი. 18.00 იაპონია – პოლონეთი
28 ივნისი. სამარა. 18.00 სენეგალი – კოლუმბია
მერვედფინალი
30 ივნისი. სოჭი. 22.00 (A1-B2)
30 ივნისი. ყაზანი. 18.00 (C1-D2)
1 ივლისი. მოსკოვი. ლუჟნიკი. 18.00 (B1-A2)
1 ივლისი. ნიჟნი ნოვგოროდი. 22.00 (D1-C2)
2 ივლისი. სამარა. 17.00 (E1-F2)
2 ივლისი. როსტოვი. 22.00 (G1-H2)
3 ივლისი. სანკტ პეტერბურგი. 18.00 (F1-E2)
3 ივლისი. მოსკოვი. სპარტაკი. 22.00 (H1-G2)
მეოთხედფინი
6 ივლისი, ნიჟნი ნოვგოროდი. 18.00 (A1-B2 – C1-D2)
6 ივლისი. ყაზანი 22.00 (E1-F2 – G1-H2)
7 ივლისი. სამარა. 18.00 (F1-E2 – H1-G2)
7 ივლისი. სოჭი. 22.00 (B1-A2 – D1-C2)
ნახევარფინალი
10 ივლისი. სანკტ პეტერბურგი. 22.00 (6 ივლისის წყვილები)
11 ივლისი. მოსკოვი. ლუჟნიკი 22.00 (7 ივლისის წყვილები)
მატჩი მესამე ადგილისთვის
14 ივლისი. სანკტ პეტერბურგი 18.00
ფინალი
15 ივლისი. მოსკოვი. ლუჟნიკი. 19.00