ძალოსნობის მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველმა შოთა მიშველიძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

პლანეტის უძლიერესები ანაჰაიმში შეიკრიბნენ და შეჯიბრების პირველივე დღეს ჩვენიანმა 62 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ბრინჯაო ირგუნა. შოთა მიშველიძემ აკვრა-ატაცის ჯამში 298 კილოგრამი დაძლია და კონკურენტებისტვის მიუწვდომელი დარჩა. მიშველიძემ 135 კილოგრამიანი შტანგა აიტაცა, 163 კგ. კი აკვრაში დააფიქსირა.

ანაჰაიმში ჩვენებიდან შემდეგი 85 წონით კატეგორიაში რევაზ დავითაძე გამოვა, 3 დეკემბერს…