ლეო მესის “ბარსელონაში” დარჩენისა და კონტრაქტის განახლების ამბავს ერთადერთი რამ აკლდა, დამადასტურებელი, ოფიციალური ფოტო და აი ისიც: “ბლაუგრანას” ლიდერი კლუბის პრეზიდენტ ჟოზეპ მარია ბარტომეუსთან ერთად!

ბარტომეუმ გასულ ზაფხულს თქვა, რომ მესისთან პირობები შეთანხმებულია, მაგრამ ხალხის ბუნება მოგეხსენებათ, გულშემატკივარს დასტური, ხელმოწერის ოფიციალური მტკიცებულება სჭირდებოდა.

დღეს, კატალონიურმა კლუბმა ოფიციალურად განაცხადა, რომ არგენტინელის გამოსასყიდი თანხა 700 მილიონი ევროა, ახალი კონტრაქტი კი 2021 წლამდეა ძალაში.

წილი
წინა სტატიასაქართველომ ახლებურად წააგო
შემდეგი სტატიაგლადიატორები
გიორგი ვაშაკიძე იტალიაში რომ დაბადებულიყო,უთუოდ კოვერჩანოს სიახლოვეს იცხოვრებდა. იტალიური ფეხბურთის და ქართული ფიალის სწორუპოვარი მოტრფიალე. ყოველთვის მოუთმენლად ელის ხელფასს, "მილანის" დაბრუნებას და ქართული ფეხბურთის აყვავებას.